Rodinir caps 300mg #10

Rodinir caps 300mg #10

Turkey

ფარმავიჟენ სანაი
About Product
საერთაშორისო დასახელება - cefdinir
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიბაქტერიული საშუალებები → ბეტა ლაქტამური ანტიბიოტიკები (პენიცილინები და ცეფალოსპორინები) → ცეფალოსპორინები → მესამე თაობის ცეფალოსპორინები
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
1 ტაბ.ცეფდინირი......300 მგ

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი
მესამე გენერაციის ცეფალოსპორინი.

ჩვენებები
ცეფდინირი ნაჩვენებია შემდეგი ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ:
- მწვავე ბაქტერიული ოტიტი: გამოწვეული Haemophilus influenzae (ბეტა-ლაქტამაზას წარმომქმნელი შტამების ჩათვლით), Streptococcus pneumoniae (მხოლოდ პენიცილინისადმი მგრძნობიარე შტამები) და Moraxella catarrhalis (ბეტა-ლაქტამაზას წარმომქმნელი შტამების ჩათვლით) მიერ;
- მწვავე მაქსილარული სინუსიტი: გამოწვეული Haemophilus influenzae (ბეტა-ლაქტამაზას წარმომქმნელი შტამების ჩათვლით), Streptococcus pneumoniae (მხოლოდ პენიცილინისადმი მგრძნობიარე შტამები) და Moraxella catarrhalis (ბეტა-ლაქტამაზას წარმომქმნელი შტამების ჩათვლით) მიერ;
- მწვავე ბაქტერიული რინოსინუსიტი: გამოწვეული Haemophilus influenzae (ბეტა-ლაქტამაზას წარმომქმნელი შტამების ჩათვლით), Streptococcus pneumoniae (მხოლოდ პენიცილინისადმი მგრძნობიარე შტამები) და Moraxella catarrhalis (ბეტა-ლაქტამაზას წარმომქმნელი შტამების ჩათვლით) მიერ;
- ფარინგიტი/ტონზილიტი: გამოწვეული შტრეპტოცოცცუს პყოგენეს მიერ;
- კანის გაურთულებელი ინფექციები: გამოწვეული Staphylococcus aureus (ბეტა-ლაქტამაზას წარმომქმნელი შტამების ჩათვლით) და Streptococcus pyogenes მიერ.

დოზირების რეჟიმი
საერთო დღიური დოზა ყველა ინფექციის შემთხვევაში არის 14 მგ/კგ მაქსიმალურ დოზამდე 600 მგ დღეში. ერთჯერადად დოზის მიღება 10 დღის განმავლობაში ისეთივე ეფექტურია, როგორც დოზის დღეში 2-ჯერ მიღება. ერთჯერადად დოზის მიღება არ არის შესწავლილი კანის ინფექციებისათვის, ამიტომ ამ შემთხვევაში ცეფდინირის ორალური სუსპენზია მიიღება დღეში 2-ჯერ. ცეფინირის ორალური სუსპენზიის მიღება შეიძლება საკვებისაგან დამოუკიდებლად.
გამოყენება თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში: მოზრდილ პაციენტებში კრეატინინის კლირენსით <30 მლ/წთ დოზა შეადგენს 300 მგ ერთხელ დღეში. ჰემოდიალიზი გამოდევნის ცეფდინირს ორგანიზმიდან. რეკომენდებული საწყისი დოზა არის 300 მგ (ან 7 მგ/კგ) დღეგამოშვებით. ჰემოდიალიზის ყოველი პროცედურის დასრულებისას მიიღება 300 მგ (ან 7 მგ/კგ). შემდგომი მისაღები დოზა არის 300 მგ (ან 7 მგ/კგ) დღეგამოშვებით.

გვერდითი მოვლენები
ცეფდინირის გამოყენების შემდეგ გვერდითი მოვლენები მსუბუქი ხასიათისაა და თვითკუპირებადი. ყველაზე ხშირად გამოვლენილი გვერდითი მოვლენებია დიარეა, ვაგინალური კანდიდოზი, გულისრევა, თავის ტკივილი, მუცლის ტკივილი და ვაგინიტი.
მოულოდნელი გვერდითი მოვლენების გამოვლენის შემთხვევაში კონსულტაციისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს.

უკუჩვენებები
პრეპარატი წინააღმდეგნაჩვენებია პაციენტებში ცეფალოსპორინების ჯგუფის ანტიბიოტიკებისადმი მომატებული მგრძნობელობით.
Show More
More Info
Brand
ფარმავიჟენ სანაი
Country
Turkey
Generic
cefdinir
Dose
300მგ
Form
კაფსულა
Quantity
10
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page