Sentram in vial 1.5gr i/m

Sentram in vial 1.5gr i/m

India

ვენუს ინტერნაციონალი
About Product
საერთაშორისო დასახელება - ampicillin, sulbactam
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიბაქტერიული საშუალებები → ბეტა ლაქტამური ანტიბიოტიკები (პენიცილინები და ცეფალოსპორინები) → ამპიცილინისა და სულბაქტამის კომბინირებული პრეპარატები
შემადგენლობა:

SENTRAM 0.75g
თითოეული ფლაკონი შეიცავს:
ამპიცილინ-ნატრიუმს USP- ამპიცილინის ექვივალენტი 0.5 გ.
სულბაქტამ-ნატრიუმს USP- სულბაქტამის ექვივალენტი 0.25 გ.

SENTRAM 1.5 g
თითოეული ფლაკონი შეიცავს:
ამპიცილინ-ნატრიუმს USP - ამპიცილინის ექვივალენტი 1.0 გ.
სულბაქტამ-ნატრიუმს USP - სულბაქტამის ექვივალენტი 0.5 გ.

ჩვენება
სენტრამი ინიშნება მუცლის ღრუს ინფექციების მკურნალობისას, სამეანო და გინეკოლოგიური, კანის და რბილი ქსოვილის, ძვლისა და სახსრების, საშარდე გზების, რესპირატორული გზების, ყელ-ყურ-ცხვირის (E.N.T) ინფექციებისას, გონორეისა და ქირურგიული პროფილაქტიკისთვის.

გვერდითი მოვლენები
სენტრამი ადვილად აიტანება. ერთადერთი ხშირად დამახასიათებელი გვერდითი ეფექტია ინექციის ადგილზე ტკივილი. იშვიათად შეინიშნება დიარეა და ფლებიტი.

გამაფრთხილებელი ზომები
ისევე, როგორც სხვა ბეტა-ლაქტამურ ანტიბიოტიკებთან, ეს კომბინაცია ფეხმძიმობის პერიოდში გამოიყენება მხოლოდ უკიდურესი საჭიროების შემთხვევაში. ამპიცილინისა და სულბაქტამის დაბალი კონცენტრაცია გამოიყოფა რძეში, ამიტომაც აუცილებელია სიფრთხილის ზომების მიღება სენტრამის მიღებისას მეძუძურ დედებში.

უკუჩვენებები
პრეპარატი უკუნაჩვენებია იმ პაციენტებში, რომელთაც წარსულში ქონდათ ალერგია პენიცილინისადმი და მონონუკლეოზი.
წამლებთან ურთიერთქმედება
პრობენეციდი ამცირებს სენტრამის თირკმლის მილოვან სეკრეციას. ერთდროულმა გამოყენებამ შესაძლოა გაზარდოს ამპიცილინისა და სულბაქტამის დონეები სისხლში.
ალოპურინოლის და ამპიცილინის ერთდროული მიღებისას არსებითად იზრდება გამონაყარის წარმოქმნის სიხშირე იმ პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ ორივე მედიკამენტს ერთად, იმ პაციენტებისგან განსხვავებით, რომლებიც მხოლოდ ამპიცილინს ღებულობენ. უცნობია არის თუ არა ეს გამონაყარი გამოწვეული ალოპურინოლის ან ჰიპერურიკემიის არსებობით ამ პაციენტებში.
სენტრამის და ამინოგლიკოზიდების ერთდროული მიღება არ არის რეკომენდირებული, ამპიცილინის მიერ ამინოგლიკოზიდების სინჯარული აქტივაციის დაქვეითების გამო.

რეკომენდებული სამკურნალო დოზები:
მოზრდილებში დღიური დოზა შეადგენს 1.5-დან 12გ-მდე (სულბაქტამი 0.5გ-დან 4გ-მდე და ამპიცილინი 1-დან 8გ-მდე კონცენტრაციით) გაყოფილი დოზებით ყოველ 6-8 საათში. ნაკლებად მწვავე ინფექციების დროს დოზირებას შორის ინტერვალი შეიძლება გაიზარდოს 12 საათამდე.
ბავშვებში, ჩვილებსა და ახალშობილებში ამ კომბინაციის რეკომენდირებული სამკურნალო დოზირებაა 150მგ/კგ/დღეში. (სულბაქტამი 50მგ/კგ.დღეში პლუს ამპიცილინი 100მგ/კგ.დღეში).
ქირურგიული ინფექციების პროფილაქტიკისთვის მოზრდილებში.
რეკომენდირებულია სენტრამი 1.5-დან 3გ-მდე - ნარკოზის შეყვანისას და შესაძლებელია განმეორდეს ყოველ 6-8 საათში 24 საათის განმავლობაში.
Show More
More Info
Brand
ვენუს ინტერნაციონალი
Country
India
Generic
sultamicillin /ampicilline+sulbactam/
Dose
1.5გრ
Form
ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად
Packing
ფლაკონი+გამხსნელი
Quantity
1
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page