Valtrex tab 500mg #10 /TR/

Valtrex tab 500mg #10 /TR/

Turkey

გლაქსოსმიტკლაინ ილაჩ სანი
About Product
საერთაშორისო დასახელება - valaciclovir
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - ანტივირუსული საშუალებები

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
ტაბ. 500 მგ: 10 ც.

ტაბლეტები: შეფუთვაში 10 ც.
1 ტაბ.
ვალაციკლოვირი. . . . . . . .500 მგ

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი
ანტივირუსული საშუალება.
ჩვენებები
- ჰერპეს ზოსტერის თერაპია;
- Herpes simplex 1 და 2 ტიპის ვირუსებით გამოწვეული კანისა და ლორწოვანი გარსის ინფექციების მკურნალობა (როგორც პირველადი, აგრეთვე რეციდიული გენიტალური ჰერპესის ჩათვლით);
- Herpes simplex 1 და 2 ტიპის ვირუსებით გამოწვეული კანისა და ლორწოვანი გარსების რეციდივის პროფილაქტიკა (გენიტალური ჰერპესის ჩათვლით);
- ციტომეგალოვირუსული ინფექციის პროფილაქტიკა და მკურნალობა ორგანოების ტრანსპლანტაციის შემდგომ პერიოდში. ვალტრექსით პროფილაქტიკა მნიშვნელოვნად ამცირებს ტრანსპლანტანტის მოცილების რეაქციას, პირობით-პათოგენური მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციისა და აგრეთვე სხვა ვირუსული ინფექციის (ჰერპეს ზოსტერის ჩათვლით) განვითარებას.
მიღების წესები და დოზები
ჰერპეს ზოსტერის თერაპიის მიზნით ვალტრექსი ინიშნება 1000 მგ 3-ჯერ დღეში 7 დღის განმავლობაში. Herpes simplex 1 და 2 ტიპის ვირუსებით გამოწვეული ინფექციების მკურნალობის დროს ვალტრექსი ინიშნება 500 მგ 2-ჯერ დღეში.
Herpes simplex ვირუსებით გამოწვეული რეციდიული დაავადებების დროს მკურნალობის დაწყება რეკომენდებულია პროდრომულ პერიოდში ან დაავადების პირველი სიმპტომების გამოვლენისთანავე. მკურნალობის ხანგრძლივობა 3-5 დღეა. პირველი ეპიზოდის არსებობის შემთხვევაში, რომელიც უმთავრესად უფრო მძიმედ მიმდინარეობს, მკურნალობა უნდა დაიწყოს შეძლებისდაგვარად ადრეულ პერიოდში, ხოლო კურსის გახანგრძლივება რეკომენდებულია 10 დღემდე.
Herpes simplex ვირუსებით გამოწვეული დაავადებების რეციდივის პროფილაქტიკისათვის ნორმალური იმუნური სტატუსის მქონე მოზრდილ პაციენტებს ენიშნებათ 500 მგ ერთხელ დღეში. უფრო ხშირი რეციდივების არსებობისას (10 და მეტი წლის განმავლობაში) შესაძლოა უფრო ეფექტური იყოს 250 მგ 2-ჯერ დღეში. მოზრდილებში იმუნოდეფიციტური მდგომარების ფონზე ინიშნება 500 მგ 2-ჯერ დღეში. ციტომეგალოვირუსული ინფექციის პროფილაქტიკისათვის მოზრდილებსა და მოზარდებში 12 წლის ასაკის ზევით ინიშნება 2 გ 4-ჯერ დღეში. პრეპარატის დანიშვნა უნდა მოხდეს ტრანსპლანტაციის შემდგომ პერიოდში შეძლებისდაგვარად ადრე. დოზის კორექცია შესაძლებელია კრეატინინის კლირენსის მიხედვით. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა 90 დღეს შეადგენს, რომლის გახანგრძლივება რეკომენდებულია ინფექციის განვითარების მაღალი რისკის მქონე პაციენტებში.
პაციენტები თირკმლის დაქვეითებული ფუნქციით დოზირების რეჟიმის შერჩევას საჭიროებენ კრეატინინის კლირენსისა და დანიშვნის ჩვენების მიხედვით.
გვერდითი მოვლენები
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა, ღებინება, დიარეა, დისკომფორტის შეგრძნება; იშვიათად _ ღვიძლის ფუნქციური სინჯების მაჩვენებლების ტრანზიტორული მომატება.
ცნს-ის მხრივ: იშვიათად _ თავის ტკივილი; განსაკუთრებულად იშვიათ შემთხვევებში – შექცევადი ხასიათის ნევროლოგიური მოშლილობანი, როგორიცაა თავბრუსხვევა, მეხსიერების დაბინდვა, ჰალუცინაციები (განსაკუთრებით თირკმლის დაქვეითებული ფუნქციის მქონე პაციენტებსა და სხვ.).
ალერგიული რეაქციები: იშვიათად _ გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ქავილი, ანგიონევროზული შეშუპება, ანაფილაქსია.
სხვა გვერდითი მოვლენები: იშვიათად _ თრომბოციტოპენია, ქოშინი, თირკმლის ფუნქციის დარღვევა. უნდა აღინიშნოს, რომ ვალაციკლოვირის მიღებასა და სიცოცხლისათვის საშიში გართულებების განვითარებას შორის ურთიერთკავშირი საბოლოოდ არ დადასტურდა.

უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა ვალაციკლოვირის ან აციკლოვირის მიმართ.
Show More
More Info
Brand
გლაქსოსმიტკლაინ ილაჩ სანი
Country
Turkey
Generic
valacyclovir
Dose
500მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
10
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page