zindolin 500mg tab#10

zindolin 500mg tab#10

Cyprus

რემედიკა
About Product
შემადგენლობა: პრეპარატის აქტიურ ნივთიერებას წარმოადგენს ციპროფლოქსაცინის ჰიდროქლორიდი.

ჩვენება: მოზრდილები: ზინდოლინი გამოიყენება მოზრდილებში შემდეგი ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ: სასუნთქი გზების ინფექციები; ხანგრძლივი ან განმეორებითი ყურის ან სინუსური ინფექციები; საშარდე გზების ინფექციები; სასქესო გზების ინფექციები მამაკაცებში და ქალებში; კუჭ-ნაწლავის ტრაქტის და ინტრააბდომინალური ინფექციები; კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები; ძვლებისა და სახსრების ინფექციები; მენინგოკოკის ბაქტერიით (Neisseria meningitides) გამოწვეული ინფექციების თავიდან ასაცილებლად; ციმბირული წყლულის შესუნთქვით გამოწვეული. ციპროფლოქსაცინის გამოყენება შეიძლება იმ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ სისხლში თეთრი უჯრედების შემცველობის დაბალი დონე (ნეიტროპენია) და აქვთ სიცხე, რომელიც სავარაუდოდ გამოწვეულია ბაქტერიული ინფექციით.
თუ პაციენტს აქვს მწვავე ინფექცია ან ისეთი, რომელიც გამოწვეულია ერთზე მეტი ტიპის ბაქტერიით, ზინდოლინთან ერთად შეიძლება დაენიშნოს დამატებითი ანტიბიოტიკური მკურნალობა.
ბავშვები და მოზარდები: ბავშვებში და მოზარდებში ზინდოლინი გამოიყენება სპეციალური სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ, შემდეგი ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ: ფილტვის და ბრონქული ინფექცია ბავშვებში და მოზარდებში, რომელთაც აღენიშნებათ ცისტოფიბროზი. საშარდე გზების გართულებული ინფექციები, მათ შორის ის ინფექციები, რომლებმაც მიაღწიეს თირკმელებამდე (პიელონეფრიტი). ციმბირული წყლულის შესუნთქვით გამოწვეული. ზინდოლინის გამოყენება ასევე შეიძლება სხვა კონკრეტული გართულებული ინფექციების დროს ბავშვებსა და მოზარდებში, თუ მკურნალი ექიმი ჩათვლის ამას საჭიროდ.

უკუჩვენება: არ უნდა მოხდეს ფტორქინოლონი-ქინოლონი ანტიბაქტერიული პრეპარატების, მათ შორის ზინდოლინის მიღება, თუ წარსულში პაციენტს ჰქონდა სერიოზული გვერდითი მოვლენა ქინოლონის ან ფტორქინოლონის მიღებისას. ასეთ შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს.
ზინდოლინი არ მიიღება: თუ პაციენტი არის ალერგიული აქტიური ნივთიერების მიმართ, ქინოლონის შემცველი სხვა პრეპარატების ან მოცემული პრეპარატის სხვა ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ, თუ ღებულობს ტიზანიდინს.

შენახვის წესი: პრეპარატი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
Show More
More Info
Brand
რემედიკა
Country
Cyprus
Generic
ciprofloxacin
Dose
500მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
10
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page