Cyteal solutio 250ml
Cyteal solutio 250ml

Cyteal solutio 250ml

France

პიერ ფაბრი
About Product
საერთაშორისო დასახელება - CHLORHEXIDINE; HEXAMIDINE; CHLORMETACRESOL
მწარმოებელი: Pierre Fabre Medicament Production, საფრანგეთი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანტისეპტიკური საშუალება გარეგანი და ადგილობრივი გამოყენებისათვის.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ხსნარი გარეგანი გამოყენებისათვის: ფლაკონში 250 მლ
100 მლ
ქლორჰექსიდინის გლუკონატი ........ 0.5 მლ
ჰექსამიდინ დიიზეტიონატი ........... 0.1 მგ
პარა-ქლორმეტაკრეზოლი ............. 0.3 მგ
შემავსებელი (pHs) - 100 მლ

ჩვენებები:
პრეპარატი გამოიყენება კანისა და გინეკოლოგიური დაავადებების დროს ლორწოვანი გარსების ანტისეპტიკური დამუშავებისათვის;
როგორც დამხმარე საშუალება პირველადი ინფექციითა და სუპერინფექციით გამოწვეული კანის დაავადებების დროს.

გამოყენების წესი და დოზირება:
ქირურგიაში პრეპარატი გამოიყენება მედპერსონალის ხელებისა და ჭრილობების ზედაპირის ანტისეპტიკური დამუშავებისათვის. ასევე ჭრილობის ზედაპირის შეხორცების დაჩქარებისა და მეორადი ინფექციების პროფილაქტიკისათვის.
ხელების ოპერაციის წინა დამუშავება: განუზავებელი ხსნარი.
ქირურგიული ჭრილობების დამუშავება: 1:10 განზავებით.
წვივის წყლულების დეზინფექცია: 1:10 განზავებით.
დერმატოლოგიაში ციტეალი გამოიყენება კანის პირველადი და მეორადი ინფექციების სამკურნალოდ.
მიკოზები (ქატოსებრი ლიქენი, სოკოვანი გამოყელვა, ტერფის დერმატოფიტია): განუზავებელი ხსნარი სამკურნალოდ ყოველდღიურად, ხოლო პროფილაქტიკისათვის კვირაში 2-ჯერ.
ბაქტერიული ეგზემა: განუზავებელი ხსნარი ან 1:10 განზავებით.
აკნე: განუზავებელი ხსნარი ან 1:10 განზავებით.
გამოყელვა ბავშვებში: განუზავებელი ხსნარი ან 1:10 განზავებით.
ქვედა კიდურების წყლულები: 1:10 განზავებით.
პირველადი ბაქტერიული დერმატოზები (ფურუნკულოზი, იმპეტიგო, კარბუნკულოზი, ფოლიკულიტი): 1:10 განზავებით.
ვირუსული ინფექცია (1 და 2 ტიპის ჰერპესი): განუზავებელი ხსნარი ან 1:10 განზავებით.
მედპერსონალის ხელების ანტისეპტიკური დამუშავება: 1:10 განზავებით.
გინეკოლოგიაში ციტეალი გამოიყენება საშოსა და გარეგანი სასქესო ორგანოების სოკოვანი Candida albicans პარაზიტული Trichomonas vaginalis ბაქტერიული Gardnerella vaginalis, Staphilococci, Streptococci, Enterobacter და სხვა) წარმოშობის ინფექციების სამკურნალოდ.
ციტეალის გამოყენება რეკომენდებულია ადგილობრივად ტამპონით გარეგანი დამუშავებისათვის (განუზავებელი ხსნარი) ან საშოს გამოსარეცხად (1:10 განზავებით). ყველა შემთხვევაში აუცილებელია აპლიკაცის ადგილის საფუძვლიანი გამორეცხვა.

გვერდითი მოვლენები:
პრეპარატის ზემოქმედება მთელ ორგანიზმზე და ჰექსამიდინის მიმართ მომატებული მგრძნობელობა (ამ ტიპის რეაქციის არც ერთი შემთხვევა პრეპარატის გამოშვების მომენტიდან 1977 წ. საფრანგეთში რეგისტრირებული არ არის).

უკუჩვენებები:
* პრეპარატი უკუნაჩვენებია ერთ-ერთი კომპონენტის მიმართ ალერგიული რეაქციის არსებობის შემთხვევაში.
* დაუშვებელია პრეპარატის მოხვედრა თვალსა და ყურში (დაფის აპკის დაზიანების შემთხვეევაში).

ორსულობა და ლაქტაცია:
ციტეალის გამოყენება შეიძლება ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში.
Show More
More Info
Brand
პიერ ფაბრი
Country
France
Generic
chlorhexidine+chlorocresol+hexamidine
Form
ხსნარი
Packing
ფლაკონი
Quantity
1
Volume
250მლ
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page