გამოყენების სფერო კანის სადეზინფექციო საშუალება „დეზინფექტ ალკო“ გამოიყენება ყველა ტიპის ჯანდაცვის ორგანიზაციაში, კვებისა და სამრეწველო დაწესებულებებში, კომუნალურ-საყოფაცხოვრებო, განათლების, კულტურის, სპორტის, სოციალური უზრუნველყოფის და საბავშვო დაწესებულებებში, საყოფაცხოვრებო პირობებში, მოგზაურობასა და ლაშქრობებში.
გამოყენება გამოყენებამდე განაზავეთ წყლით. „დეზინფექტ ალკო“-ს კონცენტრირებული ხსნარის ყოველი 100 მლ განაზავეთ 39 მლ წყლით. განზავების სქემა წარმოდგენილია ცხრილი 1-ის სახით. განზავების შემდეგ მიიღება კანის სადეზინფექციო ხსნარი, რომელშიც სპირტის შემცველობა შეადგენს 68 - 72 %-ს. მიღებული ხსნარი დაიტანეთ ხელის გულზე 2 მლ-ის ოდენობით და დაიმუშავეთ 3 წთ-ის განმავლობაში. არ ჩამოიბანოთ; მოარიდეთ პირდაპირი მზის სხივებს, ცეცხლს და გავარვარებულ საგნებს; მოარიდეთ ბავშვებს;
შენახვის პირობები: შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. შეინახეთ მჭიდროდ თავდახურულ კონტეინერში, გრილ, მშრალ და კარგად ვენტილირებად ადგილას.