asmada tab 150mg+30.39mg #40
asmada tab 150mg+30.39mg #40

asmada tab 150mg+30.39mg #40

Turkey

ვორლდ მედიცინ ილაჩ სან.
About Product
ასმადაAsmada
აცეტილსალიცილის მჟავა + მაგნიუმის ჰიდროქსიდი
Acetylsalicylic acid +Magnesium hydroxide

შემადგენლობა: ასმადა 150მგ-30,39მგ: აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს: მოქმედი ნივთიერებები: აცეტილსაცილის მჟავა 150მგ, მაგნიუმის ჰიდროქსიდი 30,39მგ. დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, სიმინდის სახამებელი, კაჟბადის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო, სტეარინის მჟავა. გარსის შემადგენლობა: ოპადრი თეთრი YS-1-7040 (ჰიპრომელოზა, მაკროგოლი, ტიტანის დიოქსიდი, ტალკი).

ჩვენებები: გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პირველადი პროფილაქტიკა, როგორიცაა თრომბოზი და გულის მწვავე უკმარისობა მაღალი რისკის მქონე პაციენტებში (მაგ., შაქრიანი დიაბეტი, ჰიპერლიპიდემია, არტერიული ჰიპერტენზია, სიმსუქნე, მწეველობა, ხანდაზმული ასაკი); მიოკარდიუმის განმეორებითი ინფარქტის და სისხლძარღვთა თრომბოზის პროფილაქტიკა; თრომბოემბოლიის პროფილაქტიკა სისხლძარღვებზე ქირურგიული ჩარევების შემდეგ (აორტოკორონარული შუნტირება, პერკუტანეული ტრანსლუმინარული კორონარული ანგიოპლასტიკა); არასტაბილური სტენოკარდია.

გამოყენების წესი: პრეპარატი განკუთვნილია შიგნით მისაღებად. ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, წყლის დაყოლებით. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ტაბლეტის შუაზე გაყოფა, დაღეჭვა, ან წინასწარ დაფხვნა.

დოზირების რეჟიმი: გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პირველადი პროფილაქტიკა, როგორიცაა თრომბოზი და გულის მწვავე უკმარისობა მაღალი რისკის მქონე პაციენტებში (მაგ., შაქრიანი დიაბეტი, ჰიპერლიპიდემია, არტერიული ჰიპერტენზია, სიმსუქნე, მწეველობა, ხანდაზმული ასაკი) პირველ დღე-ღამეს ასმადას 1 ტაბლეტი, რომელიც შეიცავს 150მგ ასმ-ს, ან ასმადას 2 ტაბლეტი, რომელიც შეიცავს 75მგ ასმ-ს, შემდეგ ასმადას 1 ტაბლეტი, რომელიც შეიცავს 75მგ ასმ-ს, ერთხელ დღე-ღამეში. მიოკარდიუმის განმეორებითი ინფარქტის და სისხლძარღვთა თრომბოზის პროფილაქტიკა: ასმადას 1 ტაბლეტი, რომელიც შეიცავს 75-150მგ ასმ-ს, ერთხელ დღე-ღამეში. თრომბოემბოლიის პროფილაქტიკა სისხლძარღვებზე ქირურგიული ჩარევების შემდეგ (აორტოკორონარული შუნტირება, პერკუტანეული ტრანსლუმინარული კორონარული ანგიოპლასტიკა) ასმადას 1 ტაბლეტი, რომელიც შეიცავს 75-150მგ ასმ-ს, ერთხელ დღე-ღამეში. არასტაბილური სტენოკარდია: ასმადას 1 ტაბლეტი, რომელიც შეიცავს 75-150მგ ასმ-ს, ერთხელ დღე-ღამეში.

უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა ასმ-ის, პრეპარატის დამხმარე ნივთიერებების და სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიმართ (აასს); თავის ტვინში სისხლჩაქცევა; მიდრეკილება სისხლდენისადმი  (K ვიტამინის უკმარისობა, თრომბოციტოპენია, ჰემორაგიული დიათეზი); სალიცილატების და აასს-ების მიღებით ინდუცირებული ბრონქული ასთმა; კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანება (გამწვავების ფაზაში); სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან; თირკმელების მძიმე უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი ნაკლები 10მლ-წთ); ორსულობა (I და III ტრიმესტრები); ლაქტაციის პერიოდი; გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტი; ერთდროული გამოყენება მეთოტრექსატთან (კვირაში 15მგ-ზე მეტი); ბავშვთა ასაკი 18 წლამდე.

შესაძლო გვერდითი მოვლენები: სისხლდენისადმი მიდრეკილების მომატება; თავის ტკივილი, უძილობა; ბრონქოსპაზმი; გულძმარვა; გულისრევა, ღებინება; ალერგიული რეაქციები (ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება).

შესაძლო გვერდთი მოვლენების შეტყობინება: სამკურნალწამლო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ შეტყობინებები საეჭვო გვერდითი მოვლენების შესახებ მნიშვნელოვანია. თუ პაციენტს გამოუვლინდა სერიოზული გვერდითი მოვლენა სამკურნალო საშუალებაზე ან ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, მათ შორის ისეთის, რომელიც ამ ინსტრუქციაში აღწერილი არ არის, უნდა ეცნობოს ფრმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.
Show More
More Info
Brand
ვორლდ მედიცინ ილაჩ სან.
Country
Turkey
Generic
acetylsalicylic acid+magnesium hydroxide
Dose
150მგ+30.39მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
40
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page