ASP tab 100mg #60

ASP tab 100mg #60

Portugal

ფარმალაბორი
About Product
აქტიური ნივთიერება: აცეტილსალიცილის მჟავა.
სხვა ინგრედიენტები: მიკროკრისტალური ცელულოზა 112 და მანიტოლი.

ჩვენებები:
არასტაბილური სტენოკარდიის მქონე პაციენტებში მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის პროფილაქტიკა;
მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი;
მიოკარდიუმის განმეორებითი ინფარქტის პრევენცია;
ტრანზიტორული იშემიური შეტევების (TIA) და თრომბოზული ცერებროვასკულური შემთხვევების (CVA) პირველადი ან მეორადი პრევენცია;
თრომბოემბოლიის პრევენცია სისხლძარღვთა ქირურგიის ან სხვა ქირურგიული პროცედურების შემდეგ.

დოზირება:
პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულებით. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ASP 100 ტაბლეტი მიიღება პერორალურად წყალთან ერთად.
რეკომენდებული დოზაა 1-დან 3-მდე ASP 100 ტაბლეტი დღეში (100-დან 300 მგ აცეტილსალიცილის მჟავა), კლინიკური მდგომარეობის მიხედვით.

უკუჩვენებები:
პრეპარატის კომპონენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა.
კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის ან პერფორაციის ანამნეზი
პეპტიური წყლული/აქტიური სისხლდენა ან მორეციდივე პეპტიური წყლულის/სისხლდენის ისტორია ან სისხლდენისაკენ მიდრეკილება
ორსულობის ბოლო ტრიმესტრში, 100 მგ/დღეზე მაღალი დოზებით;
ცხელებით ან მის გარეშე მიმდინარე ინფექციების სამკურნალოდ 12 წლამდე ასაკის ბავშვებში და მოზარდებში, პოტენციურად მძიმე დაავადების (რეიეს სინდრომი) გამოწვევის რისკის გათვალისწინებით;
3 წლამდე ასაკის ბავშვებში ნებისმიერი მდგომარეობისას.

ორსულობა და ლაქტაცია:
თუ ხართ ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში, ფიქრობთ რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

შენახვის პირობები:
არა უმეტეს 25რC ტემპერატურაზე.
Show More
More Info
Brand
ფარმალაბორი
Country
Portugal
Generic
acetylsalicylic acid
Dose
100მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
60
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page