ჩვენება: არასტაბილური სტენოკარდია; მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის პროფილაქტიკა; მიოკარდიუმის განმეორებითი ინფარქტის პროფილაქტიკა; ტვინის სისხლის მიმოქცევის გარდამავალი დარღვევების და ინსულტების პროფილაქტიკა; თრომბოზის და ემბოლიის პროფილაქტიკა, მათ შორის მრავალი რისკ-ფაქტორის მქონე პაციენტებში (სისხლძარღვებზე, გულზე ოპერაციის, მათ შორის აორტო-კორონარული შუნტირების შემდგომი პერიოდი).
მიღების წესი და დოზირება: კარდიო ფორსის ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტი (ტაბლეტი არ უნდა დაიღეჭოს, ან დაიფშვნას) მიიღება ჭამის წინ, დიდი რაოდენობის წყალთან ერთად. რეკომენდებული დოზა მოზრდილებში პირველ დღეს შეადგენს 150 მგ-ს დღე-ღამეში, შემდეგ _ 75 მგ-ს დღე-ღამეში.
უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ან მის შემადგენლობაში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ; ჰემორაგიული დიათეზი; კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანება, გამწვავების ფაზაში; მიდრეკილება სისხლდენისადმი, სისხლის შედედების დარღვევა, ჰემოფილია; ნეფროლითიაზი; ასპირინის ტრიადა; გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტი; თირკმლისა და ღვიძლის უკმარისობა; ორსულობა (განსაკუთრებით I და III ტრიმესტრი) და ლაქტაციის პერიოდი; 18 წლამდე ასაკი. ორსულობა და ლაქტაცია: პრეპარატის მიღება ორსულობის (განსაკუთრებით I და III ტრიმესტრი) და ლაქტაციის პერიოდში დაუშვებელია.
შენახვის პირობები: ინახება არა უმეტეს 25C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.