Clexane 6000ME/0.6ml #2

Clexane 6000ME/0.6ml #2

France

სანოფი
About Product
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
საინექციო ხსნარი: მზა შპრიცში 0.2 მლ, შეფუთვაში 2 და 10 ც.
1 შპრიცი
ენოქსაპარინის ნატრიუმის მარილი................20 მგ
საინექციო ხსნარი: მზა შპრიცში 0.4 მლ, შეფუთვაში 10 ც.

1 შპრიცი
ენოქსაპარინის ნატრიუმის მარილი................40 მგ
საინექციო ხსნარი: მზა შპრიცში 0.6 მლ, შეფუთვაში 2 ც.

1 შპრიცი
ენოქსაპარინის ნატრიუმის მარილი................60 მგ
საინექციო ხსნარი: მზა შპრიცში 0.8 მლ, შეფუთვაში 10 ც.

1 შპრიცი
ენოქსაპარინის ნატრიუმის მარილი.................80 მგ
საინექციო ხსნარი: მულტიდოზიან ფლაკონში 3 მლ, შეფუთვაში 1 ც.

1 ფლ
ენოქსაპარინის ნატრიუმის მარილი................. 30 000 ანტი-Xა სე

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი
პირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულანტი. დაბალმოლეკულური ჰეპარინი.
ჩვენებები: - ვენური თრომბოზებისა და ემბოლიების პროფილაქტიკა, განსაკუთრებით ორთოპედიული და ზოგადი ქირურგიული ოპერაციების დროს;
- ვენური თრომბოზებისა და ემბოლიების პროფილაქტიკა წოლითი რეჟიმის მქონე პაციენტებში მწვავე თერაპიული დაავადებების დროს;
- ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის ან მის გარეშე არსებული ღრმა ვენების თრომბოზის მკურნალობა;
- არასტაბილური სტენოკარდიისა და Q კბილის გარეშე არსებული მიოკარდიუმის ინფარქტის მკურნალობა ასპირინთან ერთად;
- თრომბოზის განვითარების პროფილქტიკა ექსტრაკორპორული ცირკულაციის სისტემაში ჰემოდიალიზის ჩატარების დროს.
დოზირება: მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე, ექიმის რეკომენდაციით.
უკუჩვენებები: - მომატებული მგრძნობელობა ენოქსაპარინის მარილის, ჰეპარინის ან მისი წარმოებულების მიმართ, სხვა დაბალმოლეკულური ჰეპარინების ჩათვლით;
- მდგომარეობები და დაავადებები, რომელთა დროს მაღალია სისხლდენების რისკი, ახლო წარსულში გადატანილი ჰემორაგიული ინსულტის ჩათვლით.

ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობა: მონაცემები იმის შესახებ, რომ კლექსანი აღწევს პლაცენტაში ორსულობის მეორე ტრიმესტრში, არ არსებობს. ასევე არ მოიპოვება ინფორმაცია ორსულობის პირველ და მესამე ტრიმესტრებთან დაკავშირებით.
იმის გათვალისწინებით, რომ ადექვატური და კარგად კონტროლირებადი გამოკვლევები ორსულ ქალებში არასაკმარისია, ასევე ის ფაქტიც, რომ გამოკვლევები ცხოველებში ყოველთვის არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ვიწინასწარმეტყველოთ საპასუხო რეაქცია ადამიანის ორგანიზმში, პრეპარატი ორსულებში უნდა დაინიშნოს მკაცრი საექიმო ჩვენებების მიხედვით.
შენახვის პირობები და ვადა: პრეპარატი ინახება არა უმეტეს 25რC ტემპერაჟტურაზე., ბავშვებისაგან დაცულ ადგილას. დაუშვებელია წინასწარ ავსებული შპრიცების გაყინვა.
Show More
More Info
Brand
სანოფი
Country
France
Generic
enoxaparin sodium
Dose
6000სე/0.6მლ
Form
ხსნარი საინექციო
Packing
მზა შპრიცი
Quantity
2
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page