Ferumnest F caps #30

Ferumnest F caps #30

Litva

აქსის სვის
About Product
ფერუმნესტი
ფერუმნესტი F 30 კაფსულა

ჩვენებები: რკინადეფიციტური ანემია; რკინადეფიციტური ანემიის პროფილაქტიკა რისკ ჯგუფის პაციენტებში (ორსულობა და ლაქტაცია, პუბერტატული და ხანდაზმული ასაკი, დიეტა, ვეგეტარიანობა, ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა); გადატანილი ინფექციის შემდგომი პერიოდის ანემია; სხვადასხვა ინფექციური დაავადებების თანმხლები ანემია; რკინის დეფიციტი გამოწვეული: ჰემოდიალიზით, თირკმელების უკმარისობით, დონორობით, მწვავე და ქრონიკული სისხლდენებით, მენო და მეტრორაგიებით, კუჭ-ნაწლავის ტრაქტში რკინის დაქვეითებული შეწოვით, მათ შორის კუჭის რეზექციით; ქიმიო და სხივური თერაპიის შედეგად განვითარებული ანემიები; ჰორმონალური დარღვევები (ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქცია); სიდეროპენია.

უპირატესობები: რკინის ოპტიმალური შემცველობა; მაღალი ბიოშეღწევადობა; საფრთხოება; გვერდითი მოვლენების არარსებობა; საუკეთესო შეფარდობითობა.
ლიპოსომური რკინა-მიკროინკაფსულირებული რკინის პიროფოსფატი მაღალი ბიოშეღწევადობით.

ფარმაკოლოგიური მოქმედება: ინოვაციური ლიპოსომური კაფსულა წარმოადგენს რკინის პიროფოსფატისა და ფოსფოლიპიდებისაგან შექმნილი მიკროკაფსულის ერთობლიობას. რკინის პიროფოსფატი მოთავსებულია მიკროკაფსულის ცენტრალურ ნაწილში. რკინის სხვა მარილებისაგან განსხვავებით, იგი არატოქსიურია, არ აკატალიზებს თავისუფალი რადიკალების წარმოქმნასა და ლიპიდურ პეროქსიდაციას. წარმოადგენს ძლიერ და სტაბილურ ნაერთს. რკინის პიროფოსფატი ცნობილია როგორც ტრიგერი, რომელიც იწვევს რკინის გათავისუფლებას ტრანსფერინიდან და ხელს უწყობს მის ტრანსპორტს ტრანსფერინიდან ფერიტინში. სწორედ ამიტომ, ანემიის მკურნალობა რკინის პიროფოსფატის მიღებისას ბევრად სწრაფად და უსაფრთხოდ ხდება. ლიპოსომური მიკროკაფსულა ტრანსპორტირდება პირდაპირ ღვიძლში, სადაც ხდება დაშლა და რკინის სრული გამოთავისუფლება.
ინოვაციური კაფსულა განაპირობებს რკინის მაღალ ბიოშეღწევადობას. რკინის ათვისება ხდება სრულად, დანაკარგის გარეშე. რკინის ტრანსპორტირება მიკროკაფსულის საშუალებით იცავს მას ფერმენტების დამშლელი მოქმედებისგან-აქედან გამომდინარე, საშუალებას იძლევა გამოყენებულ იქნას მცირე დოზა. ლიპოსომური რკინის სწრაფი შეწოვა და ეფექტიანობა განაპირობებს ორსულობის ნორმალურ მიმდინარეობას უსაფრთხოების მაღალი პროფილით. არ საჭიროებს C ვიტამინის მაღალი დოზის მიღებას ათვისების გასაუმჯობესებლად. არ ბლოკავს სხვა მინერალებისა და ვიტამინების აბსორბციას. ლიპოსომურ რკინას არ აქვს კონტაქტი კუჭ-ნაწლავის ლორწოვანთან, შესაბამისად, არ ახასიათებს სხვა რკინის პრეპარატებისათვის დამახასიათებელი გვერდითი მოვლენები: გასტრალგია, გულისრევა, პირის ღრუში მეტალის გემოს შეგრძნება, ექსკრემენტების შეფერილობა, არ იწვევს ყაბზობას. უსაფრთხოა ხანდაზმულ, დიაბეტიან პაციენტებში და ხანგრძლივი გამოყენებისათვის.

დოზირება და მიღების წესი: მიიღება მოზრდილებსა და ბავშვებში 12 წლიდან. რეკომენდებულია დღეში 1 კაფსულის მიღება სასმელი წყლის მიყოლებით. დოზის გაზრდა შესაძლებელია ექიმის რეკომენდაციით.

გვერდითი მოვლენები: გვერდითი მოვლენები არ აღინიშნება, მიუხედავად ამისა, ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

გამოშვების ფორმა: 30 კაფსულა.

შენახვის წესი: ინახება 25?-ზე. მშრალ, სინათლისა და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე ორიგინალურ შეფუთვაში. არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ. ვადა მოცემული არის შეფუთვაზე.

მწარმოებელი კომპანია: უაბ აკსეს სვისს (UAB Akses Swiss), ლიეტუვა.
ელ. ფოსტა: info@akses.ch
Show More
More Info
Brand
აქსის სვის
Country
Litva
Generic
liposom iron+folic acid
Form
კაფსულა
Quantity
30
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page