წამლის ფორმა ტაბლეტები. აღწერილობა: ყვითელი ფერის, ორმხრივამოზნექილი ტაბლეტები.
შემადგენლობა ტაბლეტი შეიცავს აქტიური ნივთიერება: ფოლის მჟავა 400 მკგ, 1 მგ, ან 5 მგ. დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი ანტიანემიური პრეპარატები. ფოლის მჟავა და მისი წარმოებულები. გამოყენების ჩვენებები - არაბალანსირებული და არასრულფასოვანი კვების ფონზე ფოლის მჟავას დეფიციტის მკურნალობა და პროფილაქტიკა; - ფოლის მჟავას დეფიციტის ფონზე ანემიის მკურნალობა და პროფილაქტიკა კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში (მაკროციტური ჰიპერქრომული ანემია; სამკურნალო საშუალებებით და მაიონიზებელი რადიაციით გამოწვეული ანემია და ლეიკოპენია; მეგალობლასტური ანემია; რეზექციის შემდგომი ანემია; წვრილი ნაწლავის დაავადებებთან, სპრუს და მალაბსორბციის სინდრომთან დაკავშირებული ანემიები); - ორსულობის და ლაქტაციის პერიოდთან დაკავშირებული ანემიების მკურნალობა და პროფილაქტიკა; - ნაყოფის ნერვული მილის დეფექტების განვითარების პროფილაქტიკა ორსულობის I ტრიმესტრში; - ხანგრძლივი მკურნალობა ფოლის მჟავას ანტაგონისტებით (მეტოტრექსატი, სულფამეტაქსაზოლი/ტრიმეტოპრიმის კომბინაცია), კრუნჩხვების საწინააღმდეგო პრეპარატებით (ფენიტოინი, პრიმიდონი, ფენობარბიტალი).
მიღების წესი და დოზები პრეპარატი ფოლფა ინიშნება შიგნით, ჭამის შემდეგ. ფოლის მჟავას დეფიციტის პროფილაქტიკისათვის მოზრდილებსა და 14 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში ინიშნება 4 - მკგ/დღ-ღამეში. ფოლის მჟავას სადღეღამისო მოთხოვნილება 4-13 წლის ბავშვებში – 200-300 მკგ, 1-3 წლის – 150 მკგ, წლამდე ასაკის ბავშვებში – 65-85 მკგ. ორსულობისას ანემიის პროფილაქტიკისა და ნაყოფში ნერვული მილის განვითარების დეფექტის თავიდან ასაცილებლად – 400-800 მკგ/დღე-ღამეში; ლაქტაციის პერიოდში – 400 მკგ/დღე-ღამეში. მკურნალობის მიზნით პრეპარატი ინიშნება მოზრდილებში 5 მგ/დღე-ღამეში 20-30 დღის განმავლობაში, ბავშვებში – ასაკიდან გამომდინარე. სადღეღამისო დოზას და მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი ინდივიდუალურად, დაავადების სიმძიმიდან გამომდინარე.
გვერდითი მოვლენები ალერგიული რეაქციები: კანის გამონაყარი, ქავილი, ბრონქოსპაზმი, ერითემა, ჰიპერთერმია. კნტ-ის მხრივ: გულისრევა, მუცლის შებერილობა, პირში მწარე გემო, ანორექსია. სხვა: ხანგრძლივი გამოყენებისას, შესაძლებელია В12 ჰიპოვიტამინოზის განვითარება.