United Kingdom of Great Britain and Northern Ireland
სიპი ფარმაციუტიკალსი
cart discount
-
2.41₾
GEL
in stock
new
5.24₾
7.65₾
About Product
საერთაშორისო დასახელება - folic acid კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ვიტამინები, პოლივიტამინები, მიკროელემენტები → ვიტამინური კომპლექსები → წყალში ხსნადი ვიტამინების კომპლექსები
ფარმაკოლოგიური თვისებები ვიტამინი, B-ვიტამინების ჯგუფიდან. ორგანიზმში ფოლიუმის მჟავა აღდგება ტეტრაჰიდროფოლიუმის მჟავამდე, რომელიც არსებითად კოფერმენტია და ნივთიერებთა ცვლის რიგ პროცესებშია ჩართული. კერძოდ, მისი მონაწილეობა მეგალობლასტების მომწიფებაში და ნორმობლასტების წარმოქმნაში აუცილებელია ერითროპოეზის სტიმულაციისათვის; მონაწილეობს ამინომჟავების სინთეზში (მეთიონინის და სერინის ჩათვლით), აგრეთვე ნუკლეინის მჟავების, პურინებისა და პირიმიდინების სინთეზში და ქოლინის მეტაბოლიზმში. ორსულებში იცავს ორგანიზმს ტერატოგენული ფაქტორებისაგან.
ფარმაკოკინეტიკა კარგად იწოვება კუჭ-ნაწლავიდან, ექვემდებარება მეტაბოლიზმს ღვიძლში და სხვა ქსოვილებშიც, ნაღველითა და შარდით გამოიყოფა.
ჩვენებები ფოლიუმის მჟავას დეფიციტით გამოწვეული მაკროციტული ჰიპერქრომული ანემია. რიგი პათოლოგიური მდგომარეობის კომბინირებული თერაპია, როგორიცაა: სამკურნალო პრეპარატებითა და რადიაქტიური (მაიონიზებელი) დასხივებით გამოწვეული ანემია და ლეიკოპენია; სპრუ; ქრონიკული გასტროენტერიტები; ნაწლავის ტუბერკულოზი; ფოლიუმის მჟავას დეფიციტის პროფილაქტიკა ორგანიზმში (ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდების ჩათვლით).
დოზირების რეჟიმი სამკურნალო მიზნით ზრდასრულებში დღეღამეში 5 მგ უნიშნავენ: ბავშვებში - შემცირებულ დოზებში ასაკის მიხედვით. მკურნალობის კურსი 20-30 დღეა.
ფოლიუმის მჟავას დეფიციტის პროფილაქტიკის მიზნით დღეღამეში 20-50 მკგ იღებენ. ორსულობაში - 400 მკგ დღეღამეში, ლაქტაციის პერიოდში - 300 მკგ/დღეში.
გვერდითი მოვლენები ალერგიული რეაქციები: კანზე გამონაყარი, ქავილი.
ორსულობა და ლაქტაცია რეკომენდებული დოზებით ფოლიუმის მჟავას მიღება დაშვებულია როგორც ორსულობაში, ისე ლაქტაციის (ძუძუთი კვების) პერიოდშიც.
განსაკუთრებული მითითებები ♦ პერნიციოზული ანემიის დროს ფოლიუმის მჟავას მხოლოდ ციანოკაბალამინთან ერთად იღებენ, ვინაიდან ჰემოპოეზის სტიმულაცის მიუხედავად ფოლიუმის მჟავა ნევროლოგიურ გართულებებს ვერ ეწინააღმდეგება (ფუნიკულური მიელოზის ჩათვლით). ♦ ფოლიუმის მჟავას ხანგრძლივი მიღება (განსაკუთრებით მაღალი დოზით) სარისკოა სისხლში ციანოკობალამინის კონცენტრაციის მოსალოდნელი დაქვეითების გამო.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება - ქლორამფენიკოლთან, ნეომიცინთან, პოლიმიქსინებთან, ტეტრაციკლინებთან ერთდროული მიღების შემთხვევაში ფოლიუმის მჟავას შეთვისება დაქვეითებული იქნება. - თავის მხრივ ფოლიუმის მჟავასთან ერთდროულად მიღებული ფენიტოინის, პრიმიდონის, პასმ, სულფასალაზინის, სისტემური (შინაგანი) ჰორმონალური კონტრაცეპტივების, ქლორამფენიკოლის ეფექტურობა მცირდება. - ფოლიუმის მჟავას გავლენით ფენიტოინის მეტაბოლიზმი ძლიერდება.
Show More
More Info
5781
Brand
სიპი ფარმაციუტიკალსი
Country
United Kingdom of Great Britain and Northern Ireland