Gravida Ferrum 100gr #90

Gravida Ferrum 100gr #90

United States of America

ამერიკა მედიქ საიენს
About Product
შემადგენლობა: რკინის ფუმარატი 100 მგ, ვიტამინი C 60 მგ, ფოლიუმის მჟავა 400 მკგ. დამხმარე ნივთიერებები: ცელულოზა, ჟელატინი, სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი.

ჩვენებები: აძლიერებს იმუნიტეტს, აღადგენს რკინის დეფიციტს, ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობას. სხვადასხვა ეტიოლოგიის რკინადეფიციტური ანემია, რკინისა და B ჯგუფის ვიტამინების დეფიციტის პროფილაქტიკა.

დოზირება და მიღების წესი: მიიღება ექიმის დანიშნულებით, საკვებთან ერთად. შესაძლებელია ვეგეტარიანელებში გამოყენება.

გვერდითი მოვლენები: ხასიათდება კარგი ამტანობით. გვერდითი მოვლენები ატარებს გარდამავალ ხასიათს. შესაძლოა აღინიშნოს გულისრევა, პირღებინება, გულძმარვა, ტკივილი ან დისკომფორტი ეპიგასტრიუმის არეში, ფაღარათი, ყაბზობა, სისხლის კვალი განავალში, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, სისუსტე, აგზნებადობა, კანის სიწითლე, გამონაყარი, ქავილი. ანაფილაქსიური შოკი, ლითონის გემო პირში, კბილის ტკივილი, კბილის მინანქრის შეფერვა, ყელის ტკივილი განსაკუთრებით ყლაპვისას, ტკივილი გულმკერდის არეში.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან: არ არის რეკომენდირებული რკინის შემცველ სხვა პრეპარატებთან ერთდროული გამოყენება.

განსაკუთრებული მითითებები: არ შეიცავს საღებავებს, სურნელის მიმნიჭებლებს და დამატკბობლებს. შემნახველებს, შაქარს, სახამებელს, რძესლ, ლაქტოზას, გლუტენს, საფუარას და ნატრიუმს. პრეპარატის მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს განავლისა და შარდის მუქად შეფერვა. შესაძლოა გავლენა იქონიოს ზოგიერთი ლაბორატორიული ტესტის მაჩვენებელზე.

ორსულობა და ლაქტაცია: ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით.

მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვა: პრეპარატის მიღება არ ახდენს გავლენას მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.

ჭარბი დოზირება: სიმპტომები: ტკივილი ეპიგასტრიუმში, გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, მელენა, სხეულის წარზიდული ნაწილების მოლურჯო ელფერი, სისუსტე, მოდუნება, ძილიანობა, ცივი ოფლი, სწრაფი და ზედაპირული სუნთქვა, სწრაფი გულისცემა. მძიმე შემთხვევებში - შოკი, კომა. რკინის შემცველი პროდუქტრებით შემთხვევითი ჭარბი დოზირება შესაძლოა წამყვანი ფატალური ინტოქსიკაციის მიზეზი იყოს 6 წლამდე ასაკის ბავშვებში. ჭარბი დოზირების შემთხვევაში მკურნალობა ძირითადად სიმპტომურია. დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს ექიმს ან ტოქსიკოლოგიის ცენტრს.

გარეგნული სახე და შეფუთვა: #90 კაფსულა კონტეინერში.

შენახვის პირობები: ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: მითითებულია შეფუთვაზე.

აფთიაქიდან გაცემის პირობები: რეცეპტის გარეშე.
Show More
More Info
Brand
ამერიკა მედიქ საიენს
Country
United States of America
Generic
iron+vit C+acidi folici
Dose
100მგ
Form
კაფსულა
Quantity
90
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page