Lopigrol tab 75mg #14

Lopigrol tab 75mg #14

Turkey

ვორლდ მედიცინ ილაჩ სან.
About Product
საერთაშორისო დასახელება - clopidogrel
ლოპიგროლი
LOPIGROL
სავაჭრო სახელწოდება
ლოპიგროლი, Lოპიგროლ
საერთაშორისო არაპატენტირებული სახელწოდება
კლოპიდოგრელი, ჩლოპიდოგრელ

წამლის ფორმა
შემოგარსული ტაბლეტები.
აღწერილობა: მრგვალი, ორმხრივამოზნექილი, შემოგარსული, ღია ვარდისფერი ტაბლეტები.

შემადგენლობა
შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: კლოპიდოგრელი (ჰიდროსულფატის სახით) 75 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ჰიდროქსიპროპილცელულოზა, მანიტოლი 400, მიკროკრისტალური ცელულოზა, მაკროგოლი 6000, ჰიდროგენიზებული აბუსალათინის ზეთი.
გარსის შემადგენლობა: ოპადრი® II ვარდისფერი 85F240081 (პოლივინილის სპირტი, ტიტანის დიოქსიდი, პოლიეთილენგლიკოლი, ტალკი, რკინის წითელი ოქსიდი).
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიკოაგულანტები. თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბიტორები.

გამოყენების ჩვენებები
იშემიური დარღვევების პროფილაქტიკა გამოხატული ათეროსკლეროზის მქონე ავადმყოფებში, მათ შორის:
- გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტის, იშემიური ინსულტის ან პერიფერიული არტერიების ახლო წარსულში დიაგნოსტირებული დაავადების დროს;
- მწვავე კორონარული სინდრომის დროს შთ - სეგმენტის ელევაციის გარეშე (არასტაბილური სტენოკარდია ან მიოკარდიუმის ინფარქტი პათოლოგიური Q კბილის გარეშე) აცეტილსალიცილის მჟავასთან კომბინაციაში;
- მწვავე კორონარული სინდრომის დროს შთ - სეგმენტის ელევაციით (მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი) აცეტილსალიცილის მჟავასთან კომბინაციაში, ასევე პაციენტებში, რომლებიც იტარებენ მედიკამენტოზურ მკურნალობას, მათ შორის თრომბოლიზურ თერაპიას;
- მიკროცირკულაციის ნებისმიერი ტიპის დარღვევები კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში.
გამოყენების წესი და დოზები
იშემიური დარღვევების პროფილაქტიკისთვის ავადმყოფებში გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტის, იშემიური ინსულტის და პერიფერიული არტერიების დიაგნოსტირებული დაავადების შემდეგ მოზრდილებში (მათ შორის ხანდაზმულ პაციენტებში) ინიშნება პერორალურად 75 მგ ერთხელ დღე-ღამეში საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად. მკურნალობა დაწყებულ უნდა იქნას მიოკარდიუმის ინფარქტის (პათოლოგიური Q კბილით) გადატანის შემდეგ რამდენიმე დღიდან 35 დღემდე ვადაში და 7 დღიდან – 6 თვემდე პერიოდში – იშემიური ინსულტის შემდეგ.
მწვავე კორონარული სინდრომის დროს შთ-სეგმენტის ელევაციის გარეშე (არასტაბილური სტენოკარდია ან მიოკარდიუმის ინფარქტი პათოლოგიური Q კბილის გარეშე) მკურნალობა უნდა დაიწყოს ერთჯერადი დატვირთვის დოზით 300 მგ, ხოლო შემდეგ გაგრძელდეს პრეპარატის მიღება დოზით 75 მგ ერთხელ დღე-ღამეში (აცეტილსალიცილის მჟავასთან ერთდროული დანიშვნით დოზით 75_325 მგ/დღე-ღამეში). ვინაიდან აცეტილსალიცილის მჟავას დიდი დოზით გამოყენება დაკავშირებულია სისხლდენის მომატებულ რისკთან, რეკომენდებული დოზა არ უნდა აღემატებოდეს 100 მგ-ს. მკურნალობის კურსი – 1 წლამდე.
მწვავე კორონარული სინდრომის დროს შთ-სეგმენტის ელევაციით (მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი) პრეპარატი ინიშნება დოზით 75 მგ ერთხელ დღე-ღამეში საწყისი დატვირთვის დოზის გამოყენებით აცეტილსალიცილის მჟავასთან კომბინაციაში, თრომბოლიტიკებთან ერთად ან მათ გარეშე.
75 წლის ზემოთ ასაკის პაციენტებისთვის ლოპიგროლით მკურნალობა უნდა ხორციელდებოდეს დატვირთვის დოზის გამოყენების გარეშე. სიმპტომების აღმოცენების შემდეგ კომბინირებული მკურნალობა იწყება რაც შეიძლება სწრაფად და გრძელდება მინიმუმ 4 კვირის განმავლობაში. მაქსიმალური ეფექტი აღინიშნება პრეპარატის მიღებიდან 3 თვის შემდეგ.

უკუჩვენებები
- მძიმე ხარისხის ღვიძლის უკმარისობა;
- მწვავე სისხლდენა (მაგალითად, პეპტიური წყლულის ან ქალასშიდა სისხლჩაქცევის
დროს);
- პრეპარატის კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა;
- ბავშთა და მოზარდთა ასაკი 18 წლამდე.

გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს
ორსულობის დროს ლოპიგროლი ინიშნება მხოლოდ მკაცრი სამედიცინო ჩვენების შემთხვევაში.
ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის დანიშვნის აუცილებლობის შემთხვევაში ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.
Show More
More Info
Brand
ვორლდ მედიცინ ილაჩ სან.
Country
Turkey
Generic
clopidogrel
Dose
75მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
14
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page