Shellferrum tab #30

Shellferrum tab #30

Italy

გრაიკარ ხემიკალი
About Product
შელფერუმი

შემადგენლობა: რკინის გლუკონატი-360მგ; ვიტმინი-B6-4,0მგ; ვიტამინი C-80მგ; ფოლიუმის მჟავა-300მკგ; ვიტამინი B 12-15 მკგ.

ჩვენებები: რკინადეფიციტური ანემია; ფოლიუმის მჟავის დეფიციტი; სხვადასხვა ზემოქმედებით გამოწვეული ანემიები (ქირურგიული ჩარევები, მაიონიზირებელი გამოსხივება, ხანგრძლივი ჰემოდიალიზი და სხვ.); ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი; (ორსულობის II და III ტრიმესტრში), მშობიარობის შემდგომ და ლაქტაციის პერიოდში.

უკუჩვენებები: ჰიპერმგრძნობელობა, ჰემოლიზური ანემია, ჰემოსიდეროზი, ჰემოქრომატოზი, აპლაზიური ანემია, ორსულობა I ტრიმესტრი, ბავშვთა ასაკი 8 წლამდე.

გვერდითი მოვლენები: გულისრევა, ღებინება, გასტრალგია, შეკრულობა ან დიარეა.

გამოყენებისწესი და დოზირება: შელფერუმი მიიღება პერორალურად (შიგნით), ჭამის შემდეგ. მკურნალობა–1 ტაბლეტი 2-ჯერ დღეში; პროფილაქტიკა–1 ტაბლეტი 1-ჯერ დღეში. ლაქტაციის პერიოდი–1 ტაბლეტი 1-ჯერ დღეში მთელი ლაქტაციის პერიოდის განმავლობაში. მკურნალობის კურსი Hბ-ს შემცველობის ნორმალიზებამდე და შემდგომ 1 ტაბლეტი 1-ჯერ დღეში 1-3 თვის განმავლობაში.

გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში: პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია ორსულობის (II და III ტრიმესტრი) და ლაქტაციის პერიოდში. 

ვარგისიანობის ვადა: მითითებულია შეფუთვაზე და ბლისტერებზე. არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

სამკურნალწამლო ფორმა: გარსით დაფარული ტაბლეტები, ჰემოპოეზის სტიმულირებისათვის.

შენახვის პირობები: ინახება არაუმეტეს 25 ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა: შელფერუმი #30. 15 ტაბლეტი ბლისტერში, 2 ბლისტერი ფურცელ ჩანართთან ერთად მუყაოს კოლოფში.

აფთიაქიდან გაცემის წესი: გაიცემა რეცეპტის გარეშე.

პროდუქტის და სავაჭრო მარკის მფლობელი კომპანია: “SHELBY PHARMA”, დიდი ბრიტანეთი.

მწარმოებელი: “GRIKAR. NET”, იტალია.
Show More
More Info
Brand
გრაიკარ ხემიკალი
Country
Italy
Generic
ferro gluconato+acidi folici+vit B-12+acisi ascorbinici+vit B-6
Form
ტაბლეტი
Quantity
30
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page