About Product
ნატრიუმის ქლორიდი
შემადგენლობა:
100მლ. პრეპარატი შეიცავს:
აქტიურ ნივთიერებას: ნატრიუმის ქლორიდი- 0,9გ.;
დამხმარე ნივთიერებებს: საინექციო წყალი 100მლ-მდე.
გამოყენების ჩვენებები
- სხვადასხვა გენეზისის დეჰიდრატაცია.
- გამოიყენება სისხლის პლაზმის მოცულობის შესანარჩუნებლად ოპერაციის დროს და შემდეგ;
- ჭრილობების, თვალების, ცხვირის ლორწოვანი გარსის გამოსარეცხად;
- სხვადასხვა პრეპარატების გამხსნელის სახით.
მიღების წესი და დოზები
პრეპარატი წინასწარ შეთბობით 38 C-მდე შეყავთ ინტრავენურად (უმეტესად წვეთობით, 40-120 წვეთი წუთში), კანქვეშ და ოყნებში, კლინიკური მაჩვენებლების მიხედვით 3 ლ./დღე-ღამეში. პრეპარატის გამოყენებას ახორციელებენ სისხლში ჰემატოკრიტის და ელექტროლიტების კონცენტრაციის კონტროლის ქვეშ. შეყვანილი და დაკარგული სითხის ბალანსი განისაზღვრება ყოველ 6 საათში. ჭრილობების, თვალების, ცხვირის ლორწოვანი გარსის ჩამორეცხვისას პრეპარატს იყენებენ ჩამორეცხილ ზედაპირზე უშუალოდ ან იყენებენ პრეპარატით დასველებულ სტერილურ ხელსახოცებს.
გვერდითი მოვლენები:
გულისრევა, ღებინება, დიარეა, კუჭის სპაზმები, წყურვილი, ცრემლდენა, ოფლიანობა, ციება, ტაქიკარდია, არტერიული ჰიპერტონია. თირკმელების ფუნქციის დარღვევა, შეშუპება, ქოშინი, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, შფოთვა, სისუსტე, კანკალი და კუნთების ჰიპერტონუსი. ხსნარის დიდი რაოდენობით შეყვანამ შეიძლება გამოიწვიოს ქლორიდის აციდოზი, ჰიპერჰიდრატაცია, ორგანიზმიდან კალიუმის გამოდევნის გაზრდა. ადგილობრივი გამოყენების დროს უკუჩვენების რეაქციები ამ დროისათვის რ არის დადგენილი.
უკუჩვენებები:
ჰიპერნატრიემია, ჰიპერჰიდრატაციის მდგომარეობა, ფილტვების, ტვინის შეშუპების საშიშროება, კორტიკოსტეროიდების დიდი დოზებით მკურნალობა.
შენახვის პირობები:
ინახება მშრალ, შუქისგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს +25 C ტემპერატურაზე.
არ გაყინოთ!
Show More