Vitamin B-12 200mkg amp 1ml #10
Vitamin B-12 200mkg amp 1ml #10

Vitamin B-12 200mkg amp 1ml #10

Georgia

თბილქიმფარმი
About Product
ჯგუფი: ვიტამინური პრეპარატი
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა: ერთი ამპულა შეიცავს 200მკგ ან 500მკგ ციანოკობალამინს და 8,8 მგ ნატრიუმის ქლორიდს, საინექციო ხსნარის ფორმით.
ფარმაკოლოგიური თვისებები: ციანოკობალამინი არის სისხლწარმოქმნის და ერიტროციტების მომწიფების პროცესების აუცილებელი ფაქტორი. ასტიმულირებს ძვლის ტვინის ფუნქციას, რაც აუცილებელია ნორმაბლასტური ერითროპოეზისათვის. ხელს უწყობს ღვიძლის და ნერვული სისტემის ფუნქციების დარღვევების ნორმალიზაციას. იგი მონაწილეობს მრავალი მეტაბოლიტის სინტეზში და არეგულირებს სულფჰიდრილური ჯგუფების შემცველი ნაერთების სინთეზს ორგანიზმში. ნაწლავის კედლებში, გამოიყოფა ძირითადად თირკმლიდან.
ჩვენებები: ვიტამინი В12 წარმოადგენს ჰიპერქრონული ანემიის ყველაზე ეფექტურ სამკურნალო პრეპარატს. იგი აგრეთვე გამოიყენება ღვიძლის დაავადებების, პოლინევრიტების, რადიკულიტების, სამწვერა ნერვის ნევრალოგიების, ბავშთა ცერებრალური დამბლის, პერიფერიული ნერვების ტრავმების და რიგი კანის დაავადებების სამკურნალოდ.
მიღების წესი და დოზირება: ინტრავენური, ინტრამუსკულარული და ინტრალუმბალური ინექციები.
ერთჯერადი დოზები მოზრდილებისათვის: 100-500 მკგ, ადრეული ასაკის ბავშვებისთვის: 30მკგ. მიღება დღეგამოშვებით ან 3 დღეში ერთხელ. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების ხასიათზე და განისაზღვრება მკურნალი ექიმის მიერ.
უკუჩვენებები: ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის მიმართ, ჰიპერკოაგულაცია, ერითრემია, ერითროციტოზი.
განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილე: პრეპარატის მიღების პერიოდში აუცილებელია სისხლის სურათის და შედედების უნარის კონტროლი. განსაკუთრებული სიფრთხილით პრეპარატს ნიშნავენ სტენოკარდიისა და კეთილ ან ავთვისებიანი ახლადწარმონაქმნების ფონზე.
არ არის რეკომენდირებული პრეპარატის შერევა ვიტამინ B1 და ვიტამინ B6-თან ერთ შპრიცში.
ორსულობა და ლაქტაცია: უკუჩვენებები არ არის.
შენახვის პირობები: სინათლისგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს +25C ტემპერატურაზე.
გაცემა: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
Show More
More Info
Brand
თბილქიმფარმი
Country
Georgia
Generic
cyancobalamin
Dose
200მკგ
Form
ხსნარი საინექციო
Packing
ამპულა
Quantity
10
Volume
1მლ
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page