ამლიპინი 5/10 მგ შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს აქტიური ნივთიერება: ამლოდიპინი (ამლოდიპინის ბესილატის ფორმით) 5 მგ, ლიზინოპრილი (ლიზინოპრილის დიჰიდრატის ფორმით) 10 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: სახამებელი 1500, კალციუმის ჰიდროფოსფატი უწყლო, ლაქტოზას მონოჰიდრატი, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, ნატრიუმის სახამებელგლიკოლატი, მაგნიუმის სტეარატი. ფარმაკოთერაპიული ჯგუფი გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების სამკურნალო პრეპარატები. ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორები კალციუმის არხების ბლოკატორებთან კომბინაციაში.
გამოყენების ჩვენებები - არტერიული ჰიპერტენზია; - გულის იშემიური დაავადება (სტაბილური სტენოკარდია, პრინცმეტალის სტენოკარდია); - გულის ქრონიკული უკმარისობა (კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში); - დიაბეტური ნეფროპათია. მიღების წესი და დოზები ამლიპინი მიიღება შიგნით 1 ტაბლეტი ერთჯერ დღე-ღამეში. მისი მიღება კავშირში არაა კვებასთან. საჭიროებისამებრ შესაძლებელია სადღეღამისო დოზის გაზრდა 2 ტაბლეტამდე.
უკუჩვენებები - ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენეტის ან დიჰიდროპირიდინის სხვა წარმოებულების მიმართ; - ანგიონევროზული შეშუპება ანამნეზში, მ.შ. დაკავშირებული სხვა აგფ-ის ინჰიბიტორების გამოყენებასთან; - აორტის ან მიტრალური სარქველის ჰემოდინამიკურად მნიშვნელოვანი სტენოზი; - გამოხატული არტერიული ჰიპოტენზია; - კარდიოგენური შოკი; - ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი; - ბავშვთა ასაკი.
გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს პრეპარატი უკუნაჩვენებია ორსულობისა და ლაქტაციის დროს.
გამოყენება პედიატრიაში ამლიპინის უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებში დადგენილი არ არის.