Diosperidin tab 450mg+50mg #30
Diosperidin tab 450mg+50mg #30

Diosperidin tab 450mg+50mg #30

Greece

ჰელპ ს.ა.
About Product
შემადგენლობა: პრეპარატის ერთი კაფსულა შეიცავს ფლავონოიდების 450 მგ დიოსმინისა (Diosmin) და 50 მგ ჰესპერიდინის (Hesperidin) მიკრონიზირებულ ფრაქციებს და 10 მგ რუტინს (Rutin).
ჩვენებები: - ქვედა კიდურების ორგანული და ფუნქციური გენეზის ქრონიკული ვენური უკმარისობა, რომელსაც ახლავს: კიდურებში სიმძიმის და დაღლილობის შეგრძნება, შეშუპება, ტკივილი, ტროფიკული დარღვევები, წვივის კუნთების
კრუნჩხვები;
- შეშუპებისა და ტკივილის სიმპტომების შემსუბუქება ვენების ვარიკოზული გაგა ნიერების დროს;
- ქრონიკული ბუასილის და მწვავე ჰემოროიდული კრიზების ფუნქციური სიმპტო მების შემსუბუქება. ბუასილის გამწვავებისას ვენო-რიცი არ ცვლის ანორექტალური არის დაავადებების სპეციფიკურ სამკურნალო საშუალებებს.

მიღების წესები და დოზები
ვენური უკმარისობის დროს ინიშნება 2 კაფსულა დღეში: თითო კაფსულა შუა დღისას და საღამოს ჭამის დროს.
2 კვირიანი მკურნალობის კურსის შემდეგ მცირდება ქვედა კიდურების ქრონიკული ვენური უკმარისობისთვის დამახასიათებელი ორგანული და ფუნქციური გენეზის კლინიკური გამოვლინებანი. რეკომენდებულია პრეპარატით მკურნალობის გაგრძელება შეშუპების და სხვა სიმპტომების სრულ გაქრობამდე. ვენების ქრონიკული უკმარისობის დროს
სისტემატური გამოყენება უზრუნველყოფს ვენების ვარიკოზული წყლულებისა და ტროფიკული დარღვევების
განვითარების რისკის შემცირებას. მწვავე ჰემოროიდული კრიზების დროს პირველი 4 დღის განმავლობაში
ინიშნება დღე-ღამეში 6 კაფსულა, მომდევნო 3 დღის განმავლობაში - 4 კაფსულა, კომბინირებულ თერაპიაში.

უკუჩვენება: - ორსულობის და ლაქტაციის პერიოდი;
- პრეპარატის კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა.

შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატის ვარგისიანობის ვადაა 3 წელი, ინახება 10-25C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, მშრალ, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!

აფთიაქში გაცემის წესი: ექიმის რეცეპტის გარეშე!
Show More
More Info
Brand
ჰელპ ს.ა.
Country
Greece
Generic
diosmin+hesperidin
Dose
450მგ+50მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
30
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page