Gotaruti gel 75ml #1

Gotaruti gel 75ml #1

Serbia

ფარმანოვა
About Product
შემადგენლობა: ტროქსერუტინი, გინკგო ბილობას ფოთლის ექსტრაქტი, აზიური ცენტელას ფოთლის ექსტრაქტი, წვრილფოთლიანი ლავანდის ზეთი, წყალი, იზოპროპილის სპირტი, პოლიაკრილამიდი, იზოპარაფინი C13-14, ლაურეტ-7, პეგ-20 მეთილგლუკოზას სესქვისტეარატი, მეთილპარაბენი, პროპილპარაბენი.

ჩვენება: გოტარუტი გელი აუმჯობესებს კიდურების კანისა და სისხლძარღვების მდგომარეობას. კერძოდ, აძლიერებს სისხლძარღვის კედლის სიმტკიცეს და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. ტროქსერუტინი ზრდის სისხლძარღვის კედლის ელასტიურობას, ამცირებს მის სიმყიფეს და განვლადობას. გინკგო ბილობას ფოთლის ექსტრაქტი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ხსნის ფეხების შეშუპებასა და დაღლილობას. აზიური ცენტელას ფოთლის ექსტრაქტი აუმჯობესებს სისხლის მიკროცირკულაციას და ამცირებს სისხლძარღვის კედლის განვლადობას.
გოტარუტი გელი რეკომენდებულია კიდურებში ვენური სისხლის მიმოქცევის დარღვევებისა და რბილი ქსოვილების დაზიანებების დროს (სისხლჩაქცევები, დაჭიმულობა). ის ასევე ამსუბუქებს ტკივილს, შეშუპებას და ,,ფეხებში სიმძიმის” შეგრძნებას, რაც აადვილებს სიარულს.

გამოყენების წესი და დოზირება: დაიტანება გელი თხელ და თანაბარ ფენად, დღეში 2-4 ჯერ, მტკივნეულ ადგილას, მსუბუქი მასაჟით, ქვემოდან ზემოთ. მისი გამოყენება შესაძლებელია სახვევის, წინდების და ელასტიური წინდების ქვეშ.

გაფრთხილება: გოტარუტი გელი განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისათვის, ინტაქტურ კანზე. არ შეიძლება მისი გამოყენება ლორწოვან გარსზე, ეგზემაზე და ღია ჭრილობებზე.

შესაძლო გვერდითი მოვლენები: ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

ვარგისიანიბის ვადა: 2 წელი (ვარგისიანობის ვადა მითითებულია შეფუთვაზე).

შენახვის წესი: არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

შეფუთვა: 75მლ გელი, ტუბში.
Show More
More Info
Brand
ფარმანოვა
Country
Serbia
Generic
ginkgo biloba+troxerutin+centela+oleum lavanda
Form
გელი
Packing
ტუბი
Quantity
1
Volume
75მლ
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page