Ivakard tab 5mg #56

Ivakard tab 5mg #56

Spain

ურიაჩი და კომაონია
About Product
შემადგენლობა: 1 ტაბლეტი შეიცავს: აქტიური ნივთიერება–ივაბრადინის ჰიდროქლორიდს
გამოყენების ჩვენებები: ქრონიკული სტაბილური სტენოკარდიის სიმპტომური მკურნალობა. ივაბრადინი გამოიყენება ქრონიკული სტაბილური სტენოკარდიის სიმპტომური მკურნალობისთვის, ნორმალური სინუსური რიტმის და გულის შეკუმშვათა სიხშირე მეტი ან ტოლი 70 წუთში მქონე მოზრდილებში. ივაბრადინი უნდა დაინიშნოს: ბეტა-ადრენობლოკატორების აუტანლობის ან გამოყენებისადმი უკუჩვენებების არსებობის შემთხვევაში მოზრდილებში; ბეტა-ადრენობლოკატორებთან კომბინაცისას, არასაკმარისი კონტროლის ქვეშ მყოფ პაციენტებში ბეტა-ადრენობლოკატორის ოპტიმალური დოზის ფონზე. გულის ქრონიკული უკმარისობის მკურნალობა. ივაბრადინი გამოიყენება გულის ქრონიკული უკმარისობისას (II-IV ფუნქციური კლასი NYHA კლასიფიკაციის მიხედვით) სისტოლური დისფუნქციის მქონე პაციენტებში, სინუსური რიტმით და გულის შეკუმშვათა სიხშირით მეტი ან ტოლი 75 წუთში, სტანდარტულ თერაპიასთან კომბინაციაში, რომელიც მოიცავს თერაპიას ბეტა-ადრენობლოკატორების გამოყენებით, ან ბეტა-ადრენობლოკატორების გამოყენებისადმი უკუჩვენებების, აგრეთვე მათი აუტანლობის დროს.

უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის აქტიური ნივთიერების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ; გულის შეკუმშვათა სიხშირე მშვიდ მდგომარეობაში მკურნალობის დაწყებამდე შეადგენს არანაკლებ 70 დარტყმას წუთში; კარდიოგენური შოკი; მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი; მძიმე არტერიული ჰიპოტენზია (ნაკლები 90-50 მმ ვერცხლისწყლის სვეტის); ღვიძლის მძიმე უკმარისობა; სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი; სინოატრიალური ბლოკადა; არასტაბილური ან გულის მწვავე უკმარისობა; პაციენტს უდგას რიტმის ხელოვნური წამყვანი (გულის შეკუმშვათა სიხშირე რეგულირდება მხოლოდ და მხოლოდ კარდიოსტიმულატორის დახმარებით); არასტაბილური სტენოკარდია; III ხარისხის AB ბლოკადა; ციტოქრომ P450 3A4-ის ძლიერ ინჰიბიტორებთან ერთდროული გამოყენება, როგორებიცაა, აზოლების ჯგუფის სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები (კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი), მაკროლიდების ჯგუფის ანტიბიოტიკებთან (კლარიტრომიცინი, ერითრომიცინი შიგნით მისაღები, ჯოზამიცინი, ტელიტრომიცინი), აივ-პროტეაზას ინჰიბიტორები (ნელფინავირი, რიტონავირი) და ნეფაზოდონი; ერთდროული გამოყენება ვერაპამილთან ან დილთიაზემთან, რომლებიც CYR3A4-ის ზომიერ ინჰიბიტორებს წარმოადგენენ და გააჩნიათ გულის შეკუმშვათა სიხშირის შემცირების თვისებება; ორსულობა, ლაქტაცია და რეპროდუქციული ასაკის ქალები, რომლებიც არ იყენებენ კონტრაცეპციის სათანადო მეთოდებს.

გამოყენების წესი და დოზირება: ტაბლეტები მიიღება შიგნით დღეში ორჯერ, ანუ დილა-საღამოს საკვების მიღების დროს.
ბავშვთა და მოზარდთა ასაკის პაციენტები: 18 წლამდე ასაკის ბავშვებში გულის ქრონიკული უკმარისობის მკურნალობისას ივაბრადინის უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის.
ორსულობა და ლაქტაცია: თუ პაციენტი არის ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში, ან ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოს ორსულად ან გეგმავს ორსულობას, აღნიშნული წამლის მიღებამდე კონსულტაცია უნდა გაიაროს ექიმთან.

შენახვის პირობები: არ საჭიროებს შენახვის სპეციალურ პირობებს. ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის პირობები: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი–II (გამოიყენება ექიმის დანიშნულებისამებრ).
Show More
More Info
Brand
ურიაჩი და კომაონია
Country
Spain
Generic
ivabradin
Dose
5მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
56
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page