Livazo tab 4mg #28

Livazo tab 4mg #28

Italy

რეკორდატი
About Product
საერთაშორისო დასახელება - pitavastatin
ერთი ტაბლეტის შემადგენლობა:
1მგ 2მგ 4მგ

აქტიური ნივთიერება:
პიტავასტატინის კალციუმი 1,045მგ 2,090მგ 4,180მგ
(პიტავასტატინის ექვივალენტური) (1,000მგ) (2,000მგ) (4,000მგ)
დამხმარე ნივთიერებები:
ლაქტოზას მონოჰიდრატი 63,085მგ 126,170მგ 252,340მგ
დაბალჩანაცვლებული ჰიპროლოზა12,540მგ 25,080მგ 50,160მგ
ჰიპრომელოზა 1,330მგ 2,660მგ 5,320მგ
მაგნიუმის ალუმომეტასილიკატი 1,600მგ 3,200მგ 6,400მგ
მაგნიუმის სტეარატი 0,400მგ 0,800მგ 1,600მგ
აპკი:
ოპადრი თეთრი 13,000მგ 5,000მგ 9,000მგ
1თეთრი ოპადრის შემადგენლობა:
ჰიპრომელოზა 1,9800მგ 3,3065მგ 5,9520მგ
ტიტანის დიოქსიდი 0,8000მგ 1,3380მგ 2,4090მგ
ტრიეთილციტრატი 0,2000მგ 0,3305მგ 0,5940მგ
კაჟბადის დიოქსიდი კოლოიდური0,0200მგ 0,0250მგ 0,0450მგ

გამოყენების ჩვენებები
პირველადი ჰიპერქოლესტერინემია, მათ შორის ჰეტეროზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემია (IIა ტიპის ჰიპერლიპიდემია ფრედრიქსონის კლასიფიკაციის მიხედვით) ან შერეული ჰიპერქოლესტერინემია (IIბ ტიპის ჰიპერლიპიდემია ფრედრიქსონის კლასიფიკაციის მიხედვით), ჰიპერტრიგლიცერიდემია (IV ტიპის ჰიპერლიპიდემია ფრედრიქსონის კლასიფიკაციის მიხედვით) დამატებითი საშუალების სახით დიეტის დროს, როდესაც მხოლოდ დიეტა და მკურნალობის სხვა არამედიკამენტური მეთოდები (მაგ: ფიზიკური ვარჯიში, სხეულის წონის შემცირება) არასაკმარისია.

უკუჩვენებები
• მომატებული მგრძნობელობა პიტავასტატინის, პრეპარატის დამხმარე ინგრედიენტების და ჰმგ-კოA-რედუქტაზას სხვა ინჰიბიტორების (სტატინების) მიმართ.
• ღვიძლი მწვავე (>9 ქულა ჩაილდ-პიუს შკალის მიხედვით) ან C კლასის უკმარისობა ჩაილდ-პიუს კლასიფიკაციის მიხედვით, ღვიძლის დაავადება აქტიურ ფაზაში, მათ შორის “ღვიძლის” ტრანსამინაზების აქტივობის ზრდა სისხლის შრატში (ნორმის ზედა ზღვართან შედარებით >3-ჯერ მეტი).
• ლაქტოზას აუტანლობა, ლაქტაზას უკმარისობა ან გლუკოზა-გალაქტოზას შეწოვის დარღვევა.
• მიოპათია.
• ციკლოსპორინის თანმხლები მიღება.
• ორსულობა, ძუძუთი კვების პერიოდი, პოტენციურ დედებში კონტრაცეფციის სათანადო მეთოდების არარსებობა.
• 18 წლამდე ასაკი (ეფექტურობა და უსაფრთხოება არ არის დადგენილი)

მიღების წესი და დოზები
მიიღება პერორალურად, ტაბლეტი უნდა ჩაიყლაპოს მთლიანად.
ტაბლეტების მიღება სასურველია დღის ერთიდაიგივე მონაკვეთში, უფრო საღამოს ლიპიდების ცვლის ცირკადული რითმის შესაბამისად. მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის პერიოდში პაციენტი უნდა იმყოფებოდეს ჰიპოქოლესტერინემიულ დიეტაზე.
პრეპარატის საწყისი დოზა არის დღეში 1მგ ერთჯერადად. საჭიროების შემთხვევაში პრეპარატის დოზას ზრდიან 2მგ-მდე დღეში არანაკლებ 4 კვირიანი ინტერვალით. დოზა შეირჩევა ინდივიდუალურად LDL-C-ის კონცენტრაციების, მკურნალობის მიზნების და მკურნალობაზე პაციენტის რეაქციის მიხედვით. პაციენტების უმეტესობას სჭირდება 2მგ დოზა. მაქსიმალური დღიური დოზა არის 4მგ.
პაციენტები, რომელთაც აღენიშნებათ ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი და ზომიერი დარღვევა: რეკომენდირებულია მაქსიმალური დღიური დოზა 2მგ.
პაციენტები, რომელთაც აღენიშნებათ თირკმლის ფუნქციის დარღვევა: თირკმლის ფუნქციის მსუბუქი დარღვევის (სასურველია ობიექტურად შეფასდეს თირკმლის ფუნქციის დარღვევის სიმწვავე კრეატინინის კლირენსის ან გორგლოვანი ფილტრაციის მიხედვით) შემთხვევაში პრეპარატი ლივაზო მიიღება სიფრთხილით. თირკმლის ფუნქციის ნებისმიერი ხარისხის დარღვევის შემთხვევაში პრეპარატის მაქსიმალური დღიური დოზის 4მგ-ის მიღების შესახებ მონაცემები შეზღუდულია, შესაბამისად მაქსიმალური დღიური დოზა 4მგ ინიშნება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ თირკმლის ფუნქცია ყურადღებით კონტროლდება დოზის ეტაპობრივად მომატების შემდეგ. თირკმლის ფუნქციის მწვავე დარღვევის შემთხვევაში მაქსიმალური დღიური დოზის 4მგ-ის დანიშვნა არ არის რეკომენდირებული; თირკმლის მწვავე უკმარისობის დროს სასურველია მაქსიმალური დოზა შემოიფარგლოს 2მგ-ით.
ხანდაზმული პაციენტები: დოზის კორექცია არ არის საჭიროა.

გვერდითი მოქმედება
კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში რეკომენდებული დოზების მიღებისას პაციენტების <4%, რომლებიც მკურნალობნდენ პრეპარტ ლივაზოთი გამოეთიშნენ კვლევას არასასურველი რეაქციების განვითარების გამო. ყველაზე ხშირად აღინიშნა მიალგია.
Show More
More Info
Brand
რეკორდატი
Country
Italy
Generic
pitavastatin
Dose
4მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
28
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page