About Product
ნიუვასტი (NEWVAST) 10მგ შემოგარსული ტაბლეტები
როზუვასტატინი
მედიკამენტის გამოყენებამდე საჭიროა ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა. საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა. დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. მედიკამენტი განკუთვნილია მხოლოდ პაციენტისათვის. დაუშვებელია მისი სხვა პირებისათვის მიცემა. სიმპტომების მსგავსების მიუხედავად, ის საზიანო შეიძლება აღმოჩნდეს მათთვის. თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა მიიღებს მძიმე ხასიათს, ან განვითარდება ისეთი გვერდითი ეფექტი, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
შემადგენლობა: აქტიური ნივთიერება არის როზუვასტატინი. თითოეული შემოგარსული ტაბლეტის შემადგენლობაში შედის 10მგ როზუვასტატინი (როზუვასტატინის კალციუმის სახით). დამხმარე ნივთიერებებია: მიკროკრისტალური ცელულოზა PH-101, კოლოიდური უწყლო სილიციუმი, კროსპოვიდონი ტიპი A, მიკროკრისტალური ცელულოზა PH-102, ლაქტოზას მონოჰიდრატი, მაგნიუმის სტეარატი. ტაბლეტის გარსის შემადგენლობაში შედის: ნიუვასტი 10მგ შემოგარსული ტაბლეტები: ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი (E171), ლაქტოზას მონოჰიდრატი, ტრიაცეტინი, რკინის წითელი ოქსიდი (E172). ნიუვასტი 20მგ შემოგარსული ტაბლეტები:ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი (E171), ლაქტოზას მონოჰიდრატი, ტრიაცეტინი, რკინის წითელი ოქსიდი (E172).
ჩვენება: პრეპარატი ინიშნება თუ პაციენტს აქვს ქოლესტერინის მაღალი დონე, რაც ქმნის ინფარქტის და ინსულტის განვითარების წინაპირობას. ნიუვასტი ინიშნება მოზრდილებში, მოზარდებსა და 6 წლის და მეტი ასაკის ბავშვებში ჭარბი ქოლესტერინის სამკურნალოდ. პაციენტისათვის რეკომენდირებულია სტატინის მიღება იმის გამო, რომ დიეტების შეცვლა და ფიზიკური აქტივობის გაზრდა არ იყო საკმარისი სისხლში ქოლესტერინის დონის შესამცირებლად. ნიუვასტის მიღებასთან ერთად შეუძლია ქოლესტერინის დამწევი დიეტისა და ვარჯიშის გაგრძელებაც, ან არსებობს სხვა ფაქტორებიც, რაც ზრდის ინფარქტის ან ინსულტის ან ჯანმრთელობასთან დაკავშირებით სხვა პრობლემების განვითარების რისკს. ინფარქტი, ინსულტი ან სხვა სახის პრობლემები შეიძლება გამოწვეული იყოს ათეროსკლეროზით. ათეროსკლეროზის წარმოქმნის მიზეზია ცხიმების დაგროვება სიხსლძარღვებში.
რატომ არის მნიშვნელოვანი ნიუვასტის მიღება: ნიუვასტი ინიშნება სისხლში ცხიმოვანი ნივთიერებების დონის კორექციისთვის, რასაც ეწოდება ლიპიდები, რომელთა შორის ძირითადია ქოლესტერინი. სისხლში არსებობს ქოლესტერინის სხვადასხვა ტიპები-„ცუდი“ ქოლესტერინი (LDL-C) და „კარგი“ ქოლესტერინი (HDL-C). ნიუვასტს შეუძლია შეამციროს „ცუდი“ ქოლესტერინის და გაზარდოს „კარგი“ ქოლესტერინის დონე. იგი ხელს უშლის „ცუდი“ ქოლესტერინის წარმოქმნას ორგანიზმში და ზრდის ორგანიზმის უნარს გამოდევნოს იგი სისხლიდან. პაციენტების უმეტესობაში ქოლესტერინის მაღალი დონე არ ახდენს ზემოქმედებას მათ საერთო მდგომარეობაზე, რადგან მას არ გააჩნია რაიმე სახის სიმპტომი. იმის გამო, რომ ხშირად არ მიმართავენ მკურნალობას, ცხიმოვანი ნარჩენები გროვდება სისხლძარღვების კედლებზე და ავიწროებს მათ.
ზოგჯერ ხდება შევიწროებული სისხლძაღვების დახშობა, რის გამოც სისხლძარღვები ვეღარ აწვდიან სისხლს გულს და ტვინს, რაც იწვევს ინფარქტს ან ინსულტს. ქოლესტერინის დონის დაწევით, მცირდება ინფარქტის, ინსულტის ან ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა პრობლემების განვითრების რისკი.
უნდა გაგრძელდეს ნიუვასტის მიღება, მაშინაც კი, თუ შემცირდა ქოლესტერინი საჭირო დონემდე, რადგან იგი ინარჩუნებს ქოლესტერინის სათანადო დონეს და იცავს სისხლძარღვების კედლებს ცხიმების დაგროვებისგან. თუმცა, პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს ორსულობის დროს ან ექიმის რეკომენდაციის მიხედვით.
Show More