Prenessa tab 4mg #30

Prenessa tab 4mg #30

Slovenia

კრკა
About Product
საერთაშორისო დასახელება - Perindoprilum
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები

სავაჭრო დასახელება
პრენესა
წამლის ფორმა
2მგ, 4მგ, 8მგ ტაბლეტები

შემადგენლობა
ერთი ტაბლეტი შეიცავს
მოქმედი ნივთიერება - პერინდოპრილ ერბუმინი 2მგ, 4მგ, ან 8მგ. დამხმარე ნივთიერება: კალციუმის ქლორიდჰექსაჰიდრატი, ლაქტოზის მონოდიჰიდრატი, კროსპოვიდონი, მიკროკრისტალური ცელულოზა, კრემნიუმის დიოქსიდი უწყლო კოლოიდური, მაგნიუმის სტეარატი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
რენნინ-ანგიოტენზინის სისტემაზე მოქმედი პრეპარატები. ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორი.
კოდი ATC Co9AA04

მიღების ჩვენებები
• არტერიული ჰიპერტენზია
• გულის ქრონიკული უკმარისობა

მიღების წესი და დოზები
შიგნით მისაღებად 1ჯერ დღეღამეში საუზმის წინ.
პერინდოპრილის მიღება შეიძლება მონოთერაპიის სახით, ან კომბიაციაში სხვა ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებთან.
არტერიული ჰიპერტენზია: პაციენტებში ესენციური არტერიული ჰიპერტენზიით რეკომენდირებული საწყისი დოზა შეადგენს 4მგ დღეღამეში, მიიღება დილით. ერთთვიანი მკურნალობის შემდეგ დოზა შეიძლება გაიზარდოს 8მგ-მდე დღეღამეში. პაციენტებისათვის, რომლებიც იღებენ შარდმდენებს, აგფ ინჰიბიტორების დამატება შესაძლოა გახდეს არტერიული ჰიპოტენზიის განვითარების მიზეზი, ამასთან დაკავშირებით რეკომენდირებულია დიურეტიკების მირების შეწყვეტა 2-3 დღით ადრე პრენესით მკურნალობის დაწყებამდე, ან პრეპარატ პრენესით მკურნალობის დაწყება საწყისი დოზით 2მგ დღეღამეში ერთ მიღებაზე.
პაციენტებისათვის რენოვასკულარული ჰიპერტენზიით რეკომენდირებული საწყისი დოზა შეადგენს 2მგ დღერამეში ერთ მირებაზე. შემდგომში აუცილებლობისას დოზა შეიძლება შეიცვალოს.
ხანდაზმული ასაკის პაციენტების მკურნალობა უნდა დაიწყოს დოზით 2მგ, რომელიც აუცილებლობისას შეიძლება თანდათან გაიზარდოს 8მგ-მდე.
გულის უკმარისობა: რეკომენდიებული საწყისი დოზა შეადენს 2მგ დილით. 1-2 კვირის შემდეგ დოზა შეიძლება გაიზარდოს 4მგ-მდე დღეღამეში 1 მიღებაზე.
გულის ქრონიკული უკმარისობისათვის (ქგუ) ცვეულებრივ ახდენენ კალიუმის არაშემნახვველ დიურეტიკებთან, ß-ადრენობლოკატორებთან და/ან დიგოგსინთან კომბიირებას. მკურნალობა უნდა დაიწყოს მკაცრი სამედიცინო კონტროლის ქვეშ და რეკომენდირებული საწყისი დოზების გამოყენებით.
თირკმლის უკმარისობა: პაციენტებში თირკმლის უკმარისობით პრეარატ პრენესას დოზა უნდა შეირჩეს თირკმლის უკმარისობის ხარისხიდან გამომდინარე (კკ). პაციენტის მდგომარეობაზე დაკვირვება ჩვეულებრივ მოიცავს სისხლში კალიუმის კონცენტრაციის და კრეატინინის დონის განსაზღვრას.

გვერდითი მოვლენები
ხშირი
• თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, პარესთეზიები
• მხედველობის დაქვეითება, ხმაური ყურებში
• ჰოპოტენზია და მასთან დაკავშირებული მოვლენები
• ხველა, ქოშინი
• გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, დისგეზია, დისპეპსია, დიარეა, შეკრულობა
• გამონაყარი, ქავილი
• კუნთების კრუნჩხვები
• ასტჰენია
Show More
More Info
Brand
კრკა
Country
Slovenia
Generic
perindopril
Dose
4მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
30
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page