About Product
საერთაშორისო დასახელება - Rosuvastatinum+Ezetimibum
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ლიპიდური ცვლის მარეგულირებელი საშუალებები
როზულიპ® პლუსი
კაფსულები 5მგ/10მგ, 10მგ/10მგ, 20მგ/10მგ,
(როზუვასტატინი/ეზეტიმიბი)
როზულიპ პლუსი შეიცავს ორ სხვადასხვა აქტიურ ნივთიერებას ერთ კაფსულაში. პირველი აქტიური ნივთიერება არის როზუვასტატინი, რომელიც მიეკუთვნება ეგრეთ წოდებულ სტატინებს. მეორე აქტიური ნივთიერება არის ეზეტიმიბი.
როზულიპ პლუსი – ეს არის პრეპარატი, რომელიც გამოიყენება საერთო ქოლესტერინის, “მავნე” ქოლესტერინის (დსლპ) და ცხიმების (ტრიგლიცერიდების) დონეების დასაწევად სისხლში. გარდა ამისა, პრეპარატი ზრდის “სასარგებლო” ქოლესტერინის (მსლპ) დონეს. პრეპარატი იწვევს სისხლში ქოლესტერინის დონეების დაწევას ორმაგი მოქმედებით: ამცირებს ქოლესტერინის შეწოვას საჭმლის მომნელებელ ტრაქტში და ამცირებს ქოლესტერინის წარმოქმნას ორგანიზში.
ადამიანთა უმრავლესობაში ქოლესტერინის მაღალი დონე გავლენას არ ახდენს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და არ იწვევს არავითარ სიმპტომს. თუმცა, თუ არ მოხდა მომატებული ქოლესტერინის დონის მკურნალობა, ეს გამოიწვევს სისხლძარღვების კედლებში ცხიმების დაგროვებას და შედეგად, სისხლძარღვების შევიწროვებას.
ზოგჯერ შეიძლება მოხდეს ამგვარად შევიწროვებული სისხლძარღვების დაცობა და სისხლი აღარ მიეწოდოს გულის ან თავის ტვინის ამა თუ იმ ნაწილს: ბუნებრივია, ეს გამოიწვევს ინფარქტს ან ინსულტს. ქოლესტერინის დონის დაწევამ შეიძლება შეამციროს ინფარქტის, ინსულტის და ანალოგიური ჯანმრთელობის პრობლემების რისკი.
როზულიპ პლუსი გამოიყენება იმ პაციენტებში, რომლებშიც ქოლესტერინის დონის დაწევა ვერ მიიღწევა მხოლოდ დიეტით. ამ პრეპარატის გამოყენების პერიოდში უნდა გაგრძელდეს ქოლესტერინის დაწევისაკენ მიმართული დიეტის დაცვა.
ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ როზულიპ პლუსი, თუ მხოლოდ როზუვასტატინით ვერ ხდება ქოლესტერინის დონის საკმარისად კონტროლი ან თუ უკვე იღებთ როზუვასტატინსა და ეზეტიმიბს ამავე დოზებით.
როზულიპ პლუსი ხელს არ უწყობს წონაში დაკლებას.
როგორ მიიღება როზულიპ პლუსი
ეს პრეპარატი მიიღეთ ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის მითითებების შესაბამისად. თუ დარწმუნებული არ ხართ, რომ სწორედ იღებთ პრეპარატს, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
როზულიპ პლუსის მიღებისას უნდა გააგრძელოთ დიეტა ქოლესტერინის დაბალი შემცველობით და საკმარისი ფიზიკური დატვირთვა.
მოზრდილებისათვის რეკომენდებული დოზა შეადგენს დღეში ერთ კაფსულას.
როზულიპ პლუსი მიიღება დღეში ერთხელ.
ეს პრეპარატი შეგიძლიათ მიიღოთ დღის ნებისმიერ დროს, საკვების მიღების მიუხედავად. ყოველ ტაბლეტს უნდა დააყოლოთ ჭიქა წყალი.
პრეპარატი უნდა მიიღოთ ყოველ დღე, ერთსადაიმავე დროს.
როზულიპ პლუსი არ არის შესაფერისი მომატებული ქოლესტერინის საწყისი მკურნალობისათვის. კომბინირებული მკურნალობა უნდა დაინიშნოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც შერჩეული იქნება როზუვასტატინის ან პრეპარატის ოროვე კომპონენტის შესაფერისი დოზირება.
როზუვასტატინის მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 40 მგ-ს. ის გამოიყენება მხოლოდ იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ქოლესტერინის მაღალი დონე და ინფარქტის ან ინსულტის მაღალი რისკი, როდესაც ქოლესტერინის დაწევა 20 მგ დოზის მიღებისას არასაკმარისია.
გვერდითი ეფექტი
შეწყვიტეთ როზულიპ პლუსის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას, თუ შენიშნავთ რომელიმე შემდეგ სიმპტომს:
იშვიათი გვერდითი ეფექტები (შეიძლება განვითარდეს 1000-დან 1 პაციენტში ან უფრო იშვიათად):
ალერგიული რეაქციები, როგორიცაა სახის, ენის და/ან ხორხის შეშუპება – ამან შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვისა და ყლაპვის გაძნელება.
უჩვეულო ტკივილი კუნთებში, რაც ჩვეულებრივზე დიდხანს გრძელდება. იშვიათად შეიძლება განვითარდეს სიცოცხლისათვის საშიში კუნთების დაზიანება – რაბდომიოლიზი: ეს იწვევს საერთო სისუსტეს, ცხელებას და თირკმლის ფუნქიის დარღვევებს.
უცნობი სიხშირით (განსაზღვრა შეუძლებელია არსებული მონაცემების საფუძველზე):
კანზე, პირის ღრუში, თვალებში და გარეგან სასქესო ორგანოებზე წყლულები ან ბებერები – ეს შეიძლება იყოს სტივენს-ჯონსონის სინდრომის გამოვლინება (სიცოცხლისათვის საშიში ალერგიული რეაქცია, რაც ვლინდება კანზე და ლორწოვან გარსებზე).
Show More
More Info
26670
Generic
rosuvastatin+ezetimibe