Tenzilini tab 10mg+160mg+25mg #20
Tenzilini tab 10mg+160mg+25mg #20

Tenzilini tab 10mg+160mg+25mg #20

Georgia

გამა
About Product
საერთაშორისო დასახელება - Amlodipinum+Valsartanum+Hydrochlorthiazi
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტები
შემადგენლობა: ერთი ტაბლეტი შეიცავს 160 მგ ვალსარტანს, 10 მგ ამლოდიპინს და 25 მგ ჰიდროქლოროთიაზიდს.

დამხმარე ნივთიერებების სახით თითოეული ტაბლეტი შეიცავს:
ლაქტოზა 0.24 გ.
სახამებელი 0.12 გ.
მაგნიუმის სტეარატი 0.005 გ.
პოლივინილპიროლიდონი 0.01გ.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიჰიპერტენზიული კომბინირებული პრეპარატი.
გამოყენების წესი: პრეპარატის მიღება არ არის დამოკიდებული კვების რეჟიმზე. დოზა შეირჩევა ინდივიდუალურად. საწყისი დოზა შეიძლება დაინიშნოს:
1/4 ტაბლეტი დღეში ერთხელ, ანუ 40 მგ ვალსარტანი, 2.5მგ ამლოდიპინი და 6.25 მგ ჰიდროქლოროთიაზიდიან
1/2 ტაბლეტი დღეში ერთხელ, ანუ 80 მგ ვალსარტანი, 5 მგ ამლოდიპინი და 12.5 მგ ჰიდროქლოროთიაზიდიან
1 ტაბლეტი დღეში ერთხელ, ანუ 160 მგ ვალსარტანი, 10 მგ ამლოდიპინი და 25 მგ ჰიდროქლოროთიაზიდი
არტერიული ჰიპერტენზიით დაავადებულ პაციენტებს, რომლებიც იღებენ პრეპარატ ტენზილინს კლინიკური ეფექტი უნარჩუნდებათ 24 საათის განმავლობაში.

გვერდითი მოვლენები: გამოვლენილი გვერდითი ეფექტები სუსტი და გარდამავალი ხასიათისაა. ხშირად: თავის ტკივილი, თავბრუს ხვევა, ნაზოფარინგიტი, დაღლილობა, ზედა სასუნთქი გზების ინფექციები, ხველა, დიარეა, ართრალგია, წელის ტკივილი, ჭინჭრის ციება და სხვა სახის გამონაყარი, უმადობა, გულისრევა, ღებინება, კრეატინინისა და აზოტის დონის მატება, პოსტურალური ჰიპოტენზია, რომლის გამოვლენის რისკი იზრდება ალკოჰოლური, სედატიური და სანარკოზე საშუალებებთან ერთდროული მიღების შემთხვევაში. იშვიათად: კუჭის ტკივილი, შფოთვა, ართრიტი, ასთენია, ბრონქიტი, ტკივილი გულ-მკერდის არეში, დისპეფსია, პირის სიმშრალე, დისპნეა, ჰიპოტონია, გასტროეზოფაგიტი, შეშუპება, შუა ყურის ანთება, პარესთეზია, ტემპერატურის მატება, ძილიანობა, ტაქიკარდია, საშარდე სისტემის ინფექციები, ვერტიგო, მხედველობის დარღვევები, ფოტოსენსიბილიზაცია, ქოლესტაზი, სიყვითლე, დეპრესია, ჰიპოკალიემია, ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია. ძალიან იშვიათად: ანგიონევროზული შეშუპება, ქავილი და სხვა სახის ზემგრძნობელობის/ალერგიული რეაქციები, ვასკულიტი, მიალგია, თირკმლის ფუნქციის დარღვევა, სისტემური წითელი მგლურას მსგავსი სიმპტომები, ძვლის ტვინის სუპრესია, ჰემოლიზური ანემია, პანკრეატიტი.

ორსულობა და ლაქტაცია: პრეპარატი არ ინიშნება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში. არ ენიშნებათ პრეპარატი რეპროდუქციულ ასაკში მყოფ ქალებს, რომლებიც არ იყენებენ საიმედო კონტრაცეპტივებს.

უკუჩვენება: პრეპარატის კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა: ორსულობა: ღვიძლის ფუნქციის მძიმე ხარისხის დარღვევა, ბილიარული ციროზი და ქოლესტაზი; ანურია, თირკმლის ფუნქციის მძიმე ხარისხის დარღვევა (კრეატინინის კლირენსი <30მლ/წთ); რეფრაქტერული ჰიპოკალიემია, ჰიპონატრიემია, ჰიპერკალციემია და სიმპტომური ჰიპერურიკემია.
Show More
More Info
Brand
გამა
Country
Georgia
Generic
amlodipine+valsartan+hydrochlorthiazide
Dose
10მგ+160მგ+25მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
20
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page