Toras Denk tab 5mg #30

Toras Denk tab 5mg #30

Germany

დენკ ფარმა
cart discount
-
3.7
About Product
საერთაშორისო დასახელება - torasemide
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გულ-სისხლძარღვთა სისტემა → დიურეზული საშუალებები და პრეპარატები დიურეზული ეფექტით → ძლიერმოქმედი დიურეზული საშუალებები → მარყუჟოვანი დიურეზული საშუალებები
შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება:
1 ტაბლეტი შეიცავს 5 მგ ტორასემიდს.
დამხმარე ნივთიერებები:
ლაქტოზას მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი (ტიპი A), მაგნიუმის სტეარატი, კოლოიდური უწყლო სილიციუმი.

ჩვენებები
ტორას-დენკი 5 წარმოადგენს დიურეტიკს და ანტიჰიპერტენზიულ საშუალებას. მიეკუთვნება ეგრეთწოდებული მარყუჟოვანი დიურეტიკების სახელით ცნობილი პრეპარატების ჯგუფს.
ტორას-დენკი 5 გამოიყენება გულის დისფუნქციის (გულის უკმარისობის) გამო ქსოვილებში და სხეულის ღრუებში (ექსუდატი) სითხის დაგროვების პრევენციის და მკურნალობის მიზნით.
მიღების წესები და დოზები
თუ პაციენტი იღებს ან უახლესი პერიოდის განმავლობაში ღებულობდა სხვა პრეპარატს, ურეცეპტოდ გასაყიდი პრეპარატების ჩათვლით, მან უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
საყურადღებოა, რომ ეს ინფორმაცია ასევე ეხება უახლოესი პერიოდის განმავლობაში მიღებულ სხვა პრეპარატებს. ტორას-დენკ 5 აძლიერებს სხვა ანტიჰიპერტენზიული პრეპარატების, განსაკუთრებით კი აგფ-ინჰიბიტორების ეფექტს. თუ აგფ-ინჰიბიტორი მიიღება ტორას-დენკ 5-თან ერთად ან მისი მკურნალობის შემდეგ, მაშინ შესაძლებელია განვითარდეს ძლიერი ჰიპოტენზია.
ტორას-დენკ 5-ის მიერ გამოწვეული კალიუმის დეფიციტმა შესაძლებელია გააძლიეროს სათითურას გვერდითი მოვლენები, იმ შემთხვევაში თუ ისინი მიიღება კომბინირებულად.
ტორას-დენკ 5 შესაძლებელია შეამციროს ანტიდიაბეტური პრეპარატების ეფექტი. პრობენეციდმა (პოდაგრას სამკურნალო პრეპარატი) და ზოგიერთმა ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატმა (ინდომეტაცინი, აცეტილსალიცილის მჟავა) შესაძლებელია შეამციროს ტორას-დენკ 5-ის შარდმდენი და ანტიჰიპერტენზიული ეფექტი.
ტორას-დენკ 5-მა შესაძლებელია გააძლიეროს სალიცილატების (ანალგეტიკი და ანტირევმატიული პრეპარატი) მაღალი დოზების ეფექტი ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე.
განსაკუთრებით მაღალი დოზების მიღებისას ტორას-დენკ 5-მა შესაძლებელია გამოიწვიოს შემდეგი გვერდითი ეფექტების გაძლიერება: ამინოგლიკოზიდების ჯგუფის ანტიბიოტიკების (მაგ: კანამიცინი, გენტამიცინი, ტორამიცინი) ან ცისპლატინის პრეპარატების (სიმსივნის სამკურნალო პრეპარატი) მიერ გამოწვეული ოტოტოქსიკური და ნეფროტოქსიკური ეფექტები, ასევე ცეფალოსპორინების (ინფექციების სამკურნალო პრეპარატი) ნეფროტოქსიკური ეფექტები.
ტორას-დენკ 5-მა შესაძლებელია გააძლიეროს როგორც თეოფილინის (ასთმის სამკურნალო პრეპარატი), ასევე კურარეს ტიპის მიორელაქსანტების ეფექტი.
როგორც საფაღარათო, ასევე ადრენოკორტიკალურმა ჰორმონებმა (მინერალოკორტიკოიდები და გლუკოკორტიკოიდები, მაგ: კორტიზონი) შესაძლებელია გააძლიერონ ტორას-დენკ 5-ის მიერ გამოწვეული ჰიპოკალემია.
შრატის ლითიუმის დონე და ლითიუმის კარდიოტოქსიკური და ნეფროტოქსიკური ეფექტები შესაძლებელია გაძლიერდეს ტორას-დენკ 5-თან ერთად მისი კომბინირებული მიღების შემთხვევაში.
ტორას-დენკ 5-მა შეიძლება არტერიები გახადოს ნაკლებად მგრძნობიარე ვაზოკონსტრიქციული პრეპარატების მიმართ, როგორიც არის ადრენალინი და ნორადრენალინი.
ქოლესტირამინთან (ლიპიდების შესამცირებელი პრეპარატი) ერთად კომბინირებული მიღებისას შესაძლებელია ზოგჯერ შემცირდეს ტორას-დენკ 5-ის შეწოვა კუჭ-ნაწლავიდან და შესაბამისად შემცირდეს მისი ეფექტი.

უკუჩვენება
- მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერება - ტორასამიდის, მსგავსი სტრუქტურის მქონე ნივთიერებების (სულფონილშარდოვანა) ან ტორას-დენკ 5-ის ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ;
- თირკმლის უკმარისობა, როდესაც არ გამოიყოფა შარდი (ანურია);
- ღვიძლის მძიმე დისფუნქციის შემთხვევებში, როდესაც აღინიშნება გონების დაბინდვა (კომა ან ღვიძლისმიერი პრე კომა);
- დაბალი არტერიული წნევა (ჰიპოტენზია); ნორმაზე დაბალი სისხლის მოცულობა სხეულში (ჰიპოვოლემია);
- ნატრიუმის ან კალიუმის დეფიციტი სისხლში (ჰიპონატრემია, ჰიპოკალემია);
- შარდის გამოყოფის შეფერხება (მაგალითად: პროსტატის გადიდების შედეგად გამოწვეული);
- ლაქტაციის პერიოდი;
განსაკუთრებული სიფრთხილით:
იმის გამო, რომ ტორას დენკი 5-ის შესახებ არ მოიპოვება საკმარისი მონაცემები, იგი სიფრთხილით გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:
- პოდაგრა;
Show More
More Info
Brand
დენკ ფარმა
Country
Germany
Generic
torasemide
Dose
5მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
30
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page