/images/logo_en.svg
Torasemid AAA-Pharma® 5 mg Tabletten
Torasemid AAA-Pharma® 5 mg Tabletten

Torasemid AAA-Pharma® 5 mg Tabletten

Germany

არტესფარმი

About Product
ტორასემიდი ააა 5 მგ

აქტიური ნივთიერებაა ტორასემიდი. 1 ტაბლეტი შეიცავს 5 მგ ტორასემიდს.

სხვა დამხმარე ნივთიერებებია: მიკროკრისტალური ცელულოზა, სიმინდის სახ-ამებელი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მაღალდისპერსიული სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი (Pჰ.Eურ) [მცენარეული].

ტორასემიდი ააა-ფარმა 5 მგ ტაბლეტები არის დიურეტიკი, ანუ მედიკამენტი, რომელიც ზრდის შარდის გამოყოფას (შარდმდენი).
გამოიყენება ორგანოსთან არადაკავშირებული შემდეგი მდგომარეობების სამკურნალოდ:
- მაღალი სისხლის წნევა (ესენციური ჰიპერტენზია);
- შეშუპება, რომელიც გამოწვეულია ორგანიზმში სითხის დაგროვებით.

რეკომენდებული დოზაა:
ორგანოსთან არადაკავშირებული სისხლის მაღალი წნევა
•2.5 მგ ტორასემიდი ერთხელ დღეში
ტაბლეტები შესაბამისი აქტიური ნივთიერებით ხელმისაწვდომია ამ მიზნისათვის.

საჭიროების შემთხვევაში ექიმმა შეიძლება დოზა გაზარდოს ერთ 5 მგ ტაბლეტამდე ერთხელ დღეში მკურნალობის 2 თვის შემდეგ.

შეშუპების მკურნალობა, რომელიც გამოწვეულია ორგანიზმში სითხის შეკავებით
•1 ტაბლეტი ერთხელ დღეში.
საჭიროების შემთხვევაში ექიმმა შეიძლება დოზა გაზარდოს 4 ტაბლეტამდე ერთხელ დღეში.

ეს დოზა ჩვეულებრივ ასევე შემანარჩუნებელი დოზაა.

თუ ეფექტიანობა არასაკმარისია, კლინიკური მდგომარეობის სიმძიმის მიხედვით, დოზა შეიძლება გაიზარდოს 20 მგ-მდე ტორასემიდი დღეში. ამ მიზნისათვის ხელმისაწვდომია შესაბამისი დოზის აქტიური ნივთიერების შემცველი ტაბლეტები.

მკურნალობა 2 ტაბლეტი ტორასემიდი ააა-ფარმა 5 მგ ტაბლეტებით (ექვივალენტურია 10 მგ ტორასემიდის) დღეში ნაჩვენებია, თუ 1 ტაბლეტი ტორასემიდი ააა-ფარმა 5 მგ ტაბლეტები (ექვივალენტურია 5 მგ ტორასემიდის) დღეში არ არის საკმარისი.

ამ შემთხვევებში 2 ტაბლეტი ტორასემიდი ააა-ფარმა 5 მგ ტაბლეტები (ექვივალენტურია 10 მგ ტორასემიდის) მიიღება ყოველდღე. თუ ეფექტიანობა არასაკმარისია, კლინიკური სურათის სიმძიმის მიხედვით, დოზა შეიძლება გაიზარდოს 20 მგ-მდე ტორასემიდი დღეში.
ამ მიზნისათვის ხელმისაწვდომია შესაბამისი დოზის აქტიური ნივთიერების შემცველი ტაბლეტები.
გამყოფი ხაზი განკუთვნილია მხოლოდ ტაბლეტის გასაყოფად, თუ პაციენტს უძნელდება მისი მთლიანად გადაყლაპვა.

შენახვის წესი:
მედიკამენტი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
Show More
More Info
Brand
არტესფარმი
Country
Germany
Generic
torasemide
Dose
5მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
100
/images/logo_en.svg
fbBlack
instaBlack
linkedBlack
youtubeBlack
tiktokBlack
Contact Us
phoneBlack
(032) 2 71 07 07
emailBlack
digitalsupport@gepha.com
emailBlack
info@gepha.com
footercompany
JSC Gepha, ID 201991229
footerlocation
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
androidAppBlack
iosAppBlack
©2025. GPC. All rights reserved
powered by
eTech
menuHome
Home
menuCart
Cart
menuMyPage
My Page
chat