Troxerutin caps 300mg #50
Troxerutin caps 300mg #50

Troxerutin caps 300mg #50

Bulgaria

სოფარმა
About Product
საერთაშორისო დასახელება - TROXERUTIN
მოქმედი ნივთიერება: ტროქსერუტინი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ვენების მატონიზირებელი და ანგიოპროტექტორული საშუალება.

შემადგენლობა
1 დრაჟე ტროქსერუტინი .... 300 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
ლაქტოზას მონოჰიდრატი, კაჟბადის კოლოიდური დიოქსიდი უწყლო, მაკროგოლი, მაგნიუმის სტეარატი.
გელი 2%: ტუბში 40 გ - ტროქსერუტინი .... 800 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
კარბომერი 940, დინატრიუმის ედეტატი, ბენზალკონიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, გასუფთავებული წყალი.

ჩვენებები:
ქრონიკული ვენური უკმარისობა;
ვენების ვარიკოზული გაგანიერება და ვარიკოზული დერმატიტი;
ზედაპირუდი თრომბოფლებიტი, პერიფლებიტი და ფლებოთრომბოზი;
პოსტთრომბოზული სინდრომი;
პოსტტრავმული შეშუპება, ჰემატომა;
ბუასილი;
დიაბეტური რეტინოპათია კომპლექსურ თერაპიაში.

მიღების წესი და დოზირება:
კაფსულები: 2-3 კაფსულა დღეში ჭამის დროს სითხის მიყოლებით. შემანარჩუნებელი მკურნალობა: 1 კაფსულა 3-4 კვირის განმავლობაში.
გელის შეზელა ხდება დაზიანებული ადგილას მსუბუქი მოძრაობებით სრულ შეწოვამდე 2-ჯერ დღე-ღამეში - დილით და საღამოს. საჭიროების შემთხვევაში გელის გამოყენება შეიძლება კომპრესების სახით.

გვერდითი მოვლენები:
იშვიათად ხანგრძლივი გამოყენების დროს გელმა შესაძლებელია გამოიწვიოს კანის სიწითლე და ქავილი.

უკუჩვენებები:
ჰიპერმგრძნობელობა ტროქსერუტინის ან დამხმარე ნივთიერებების მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია:
კაფსულები: არ არის რეკომენდებული ორსულობის პირველ ტრიმესტრში.
გელი: ორსულ და მეძუძურ ქალებში ტროქსერუტინის გელის დანიშვნის უკუჩვენება არ არსებობს.
განსაკუთრებული მითითებები:
♦ გელის ხანგრძლივად გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს ჰიპერმგრძნობელობის განვითარება.
♦ პრეპარატის გამოყენება თერაპიულ დოზებში არ ახდენს გავლენას სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე, აგრეთვე იმ სამუშაოების შესრულებაზე, რომლებიც მოითხოვენ ყურადღების მაღალ კონცენტრაციას.

ჭარბი დოზირება:
აღწერილი არ არის.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
მონაცემები ტროქსერუტინის გელის სხვა წამლებთან ურთიერთქმედების შესახებ არ არსებობს.

შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე.
Show More
More Info
Brand
სოფარმა
Country
Bulgaria
Generic
troxerutin
Dose
300მგ
Form
კაფსულა
Quantity
50
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page