Genkort tab 10mg #60 /TR/
Genkort tab 10mg #60 /TR/

Genkort tab 10mg #60 /TR/

Turkey

გენ ილაჩი
About Product
დასახელება - გენკორტი ტაბლეტი 10მგ

ჩვენებები
თირკმელზედა ჯირკვლის არასაკმარისი ფუნქციის შედეგად ორგანიზმში ჰიდროკორტიზონის ჰორმონის უკმარისობა (ადრენოკორტიკალური უკმარისობა), გამოიყენება პირველ ალტერნატიულ სამკურნალო ან მინერალოკორტიკოიდული ჯგუფის პრეპარატებთან კომბინაციაში.
თირკმელზედა ჯირკვლის თანდაყოლილი, ჭარბი განვითარებით გამოწვეული ზრდის (თირკმელზედა ჯირკვლების თანდაყოლილი ჰიპერპლაზია) შემთხვევა.
ფარისებრი ჯირკვლის არა ჩირქოვანი ანთება.
კიბოსთან ერთად ჰიპერკალცემია.
უ ხანმოკლე მოხმარებისათვის შეხურების და პროგრესირებადი რევმატული დაავადებები: ფსორიაზთან ერთად სახსრების ანთება, სახსრების ტკივილები და მათი ფორმის შეცვლის გამომწვევი ხანგრძლივი დაავადებები (რევმატული ართრიტი), ზურგის სახსრების გამკვრივება და მტკივნეული რევმატიული დაავადებები (მაანკილოზებელი სპონდილიტი), სახსრების მყესის მწვავე ანთება, პოდაგრა და ამ დაავადებებით გამოწვეული სახსრების ანთება და სახსრებში არსებული სითხის ანთება (ცინოვიტი) და სახსრებზე სტრუქტურების ანთება (ეპიკონდილიტი).
კანის აქერცვლა (სისტემური ლუპუსის ერითემატოზი).
შეშუპება და კუნთების სისუსტე, კანის და კუნთების ანთება (სისტემური დერმატომიოზიტი).
რევმატიზმით გამოწვეული მიოკარდიუმის ანთება (მწვავე რევმატიული კარდიტი).
მოზარდებში სისხლის უჯრედების ლიმფური კვანძების კიბო.
სისხლის უჯრედების კიბოს მძიმე ფორმები.
წითელი მგლურათი გამოწვეული თირკმელის დაავადების გამო ,შარდში პროტეინის დონის დადგენა.
მსხვილი ნაწლავის ანთებითი დაზიანება და ნაწლავის ადგილობრივი ანთება
ტვინის და ზურგის ტვინის ნერვების ნივთიერების შემცირება ან მისი მდგომარეობის გაუარესების შედეგად შეტევის სახით წარმოქმნილი და ნერვების პროგრესირებადი მწვავე დაავადებები (სკლეროზი).
უ ტუბერკულოზით გამოწვეული ტვინის ქერქის ანთებები, პარაზიტებით გამოწვეული მწვავე და ფატალური შედეგის მქონე დაავადებები (ტრიქინოზი).

უკუჩვენებები
გენკორტის გამოყენება დაუშვებელია ქვემოთ აღნიშნულ შემთხვევებში:
გენკორტის ან მის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის არსებობა.
ორგანიზმში სისტემური სოკოვანი დაავადების არსებობა.
ცოცხალი ან დასუსტებული ცოცხალი ვაქცინით ვაქცინაციის შემთხვევაში გენკორტის გამოყენება არ არის რეკომენდირებული.

გამოყენების წესი
გენკორტი გამოიყენება ექიმის მიერ რეკომენდებული წესით. სტანდარტული გამოყენების წესის თანახმად, საწყის ეტაპზე ჰიდროკორტიზონის დოზა უნდა შეადგენდეს 20-240 მგ-ს, დაავადების სიმძიმის მიხედვით. დოზის დადგენა ხორციელდება მკურნალობის შედეგების მიხედვით. მკურნალი ექიმი დაავადების სიმძიმის მიხედვით ადგენს საჭირო დოზას.
ტაბლეტები მიიღება ორალური გზით, კვების დროს ან კვებებს შორის შუალედებში, სასურველია დილით ერთიდაიგივე დროს.
Show More
More Info
Brand
გენ ილაჩი
Country
Turkey
Generic
hydrocortisone sodium succinate
Dose
10მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
60
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page