Casol cream 30gr #1
Casol cream 30gr #1

Casol cream 30gr #1

Turkey

არგის ფარმაციუტიკალსი
About Product
შემადგენლობა: აქტიური ნივთიერება: Hamamelis Virginiana-ს 1.5გ წყლიანი ექსტრაქტი, პანთენოლი 1.5 გ. Centella Asiatica-ს ტიტრირებული ექსტრაქტი 0.3გ. დამხმარე ნივთიერებები: ლანოლინი, პარაფინი (რბილი თეთრი), თხევადი პარაფინი, ნატრიუმის პოლიაკრილატი კოპოლიმერი და ჰიდროგენირებული პოლიდეცენი, PPG-1 ტრიდეცეტი-6, ფენოქსიეთანოლი, ლანოლინის სპირტი, ცეტეარილის სპირტი, ვიტამინიE E, დინატრიუმ EDTA, დეიონიზირებული წყალი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: გარეგანი გამოყენების კოსმეტიკური საშუალება.

ჩვენებები: კრემი გამოიყენება კანის დაცვისა და მოვლის მიზნით ჩვილებში, ბავშვებში, მოზრდილებსა და ხანდაზმული ასაკის პაციენტებში: გამოყელვები ახალშობილებში, კანის ზედაპირული ჭრილობები, ტროფიკული წყლულები, ფისტულები, არეოლებისა და კერტების ნახეთქები, მშობიარობისა და გინეკოლოგიური პროცედურების შემდგომი ქსოვილების დაზიანებები, პირველი და მეორე ხარისხის დამწვრობები, მზის დამწვრობა, კანის ნაწიბუროვანი ცვლილებების დროს, მათ შორის, დამწვრობების, ტრავმისა და ქირურგიული ჩარევების შემდგომ განვითარებული კელოიდური ნაწიბურები; ბუასილი და ანუსის ნახეთქები; სკლეროდერმია; მშრალი, დახეთქილი და მგრძნობიარე კანის მოვლა.

დოზირება და მიღების წესი: მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის. მალამოს თხელი ფენა დაიტანება დაზიანებულ უბანზე 1-2-ჯერ დღეში. დაზიანებულ უბნებზე, ჭრილობის, წყლულის ან ნახეთქების შემთხვევაში, მხოლოდ ანტისეპტიკით დასუფთავების შემდეგ.

გვერდითი მოვლენები: არ დაფიქსირებულა კასოლის სერიოზული გვერდითი მოვლენები. იშვიათ შემთხვევაში შესაძლოა გამოვლინდეს ალერგიული რეაქციები, როგორიცაა ქავილი, სიწითლე და ბუშტუკების წარმოქმნა.

უკუჩვენებები: პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა, ღრმა და სველი ჭრილობები, ჭრილობის სუპერინფექცია, არ შეიძლება თვალებსა და ლორწოვან გარსზე დატანება.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან: არ დაფიქსირებულა.

განსაკუთრებული მითითებები: მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის. კრემი არ უნდა მოხვდეს თვალებსა და თვალის გარშემო ადგილებზე. თვალში მოხვედრის შემთხვევაში, უნდა მოხდეს დაბანვა წყლის დიდი რაოდენობით.

ორსულობა და ლაქტაცია: ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ნებადართულია პრეპარატის გამოყენება.

გარეგნული სახე და შეფუთვა: 30 გ კრემი ტუბში, გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები: ინახება არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები: რეცეპტის გარეშე.
Show More
More Info
Brand
არგის ფარმაციუტიკალსი
Country
Turkey
Generic
Panthenol+hamamelis virginia+centella asiatica
Form
კრემი
Packing
ტუბი
Quantity
1
Volume
30გრ
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page