დოზირება და მიღების წესი: თუ არ არის ექიმის განსხვავებული მითითება, ასეთ შემთხვევაში მიიღება ტიოქტაციდი 600HR-ს 1 შემოგარსული ტაბლეტი (ექვივალენტური 600 მგ ალფალიპოის მჟავისა) ერთხელ დღეში, ერთჯერადი დოზის სახით, საუზმემდე დაახლოებით 30 წუთით ადრე. პრეპარატი მიიღება უზმოზე, დაუღეჭავად და საკმარისი რაოდენობის წყალთან ერთად. პრეპარატის მიღებამ ჭამის დროს შეიძლება დააქვეითოს ალფა-ლიპოის მჟავის შეწოვა. ამიტომ რეკომენდებულია დღის მთელი დოზის მიღება საუზმის წინ 30 წუთით ადრე, განსაკუთრებით პაციენტებში შენელებული საჭმლის მონელების ნიშნებით. მკურნალობის ხანგრძლივობა: რადგან დიაბეტური ნეიროპათია წარმოადგენს ქრონიკულ დაავადებას, ამის გამო ტიოქტაციდი 600HR მიიღება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. მკურნალი ექიმი ინდივიდუალურად ადგენს მკურნალობის ხანგრძლივობას.
უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა თიოქტის მჟავასა და პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ. ყურადღება: არ არსებობს კლინიკური მონაცემები ბავშვებში და მოზარდებში პრეპარატის გამოყენების შესახებ, ამიტომ არ შეიძლება პრეპარატის დანიშვნა ბავშვებში და 18 წლამდე მოზარდებში.
შენახვის პირობები: ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე.