Laevomycetin-Acos eye dr 0.25% 10ml #1
Laevomycetin-Acos eye dr 0.25% 10ml #1

Laevomycetin-Acos eye dr 0.25% 10ml #1

სინთეზი
About Product
საერთაშორისო დასახელება - chloramphenicol
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ოფთალმოლოგია → ბაქტერიების საწინააღმდეგო საშუალებები ადგილობრივი გამოყენებისათვის → ანტიბიოტიკები
შემადგენლობა
1 მლ შეიცავს: აქტიური ნივთიერება:
ქლორამფენიკოლი (ლევომიცეტინი) - 2,5 მგ

ჩვენებები
თვალის ინფექციური დაავადებების სამკურნალოდ და საპროფილაქტიკოდ:
• კონიუქტივიტი
• ბლეფარიტი
• ბლეფაროკონიუქტივიტი
• კერატიტი
• კერატოკონიუქტივიტი

მიღების წესები და დოზები
პრეპარატი გამოიყენება ადგილობრივად, ინსტილაციის გზით კონიუნქტივალურ პარკში, 1-2 წვეთი 3-4-ჯერ დღეში. მკურნალობის კურსი 5-15 დღე.

გვერდითი მოვლენები
შესაძლოა განვითარდეს მსუბუქი წვის შეგრძნება, რომელიც სწრაფად გაივლის.

უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ, ჰემოპოეზის დარღვევა, გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტი, კანის დაავადებები (ფსორიაზი, ეგზემა, სოკოვანი დაავადებები), თვალის ვირუსული და სოკოვანი დაავადებები, ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი, ახალშობილები 1 თვემდე, თირკმლის და ღვიძლის უკმარისობა.

განსაკუთრებული მითითებები
არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება საპროფილაქტიკოდ.
სიფრთხილით ენიშნებათ პაციენტებს, რომლებიც მკურნალობენ ციტოსტატიკებით და იტარებენ სხივურ თერაპიას.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
სისხლის მიმოქცევაზე მისი დამრთგუნველი მოქმედებიდან გამომდინარე, არაა რეკომენდირებული ლევომიცეტინის ერთობლივი მიღება სულფანილამიდურ საშუალებებთან.

ჭარბი დოზირება
ჭარბი დოზირების შემთხვევები არ გამოვლენილა.
Show More
More Info
Brand
სინთეზი
Country
Generic
chloramphenicole
Dose
0.25%
Form
წვეთები თვალის
Packing
ფლაკონი
Quantity
1
Volume
10მლ
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page