LEVIYAPS 5MG/ML 5ML

LEVIYAPS 5MG/ML 5ML

Bulgaria

ბალკანფარმა-რაზგრადი
About Product
დასახელება - ლევოიაპსი 5მგ/მლ 5მლ თვ/წვ

გამოყენების ჩვენებები
თვალის ზედაპირული ინფექციების ადგილობრივი მკურნალობა, რომლებიც გამოწვეულია ლევოფლოქსაცინის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით, მოზრდილ პაციენტებში და ბავშვებში 1 წლის ასაკიდან, მათ შორისაა:
• ბაქტერიული კონიუნქტივიტი;
• ბლეფარიტი;
• რქოვანას ჩირქოვანი წყლული;
• თვალის გონორეული და ქლამიდიური ინფექციები;
• თვალის ქირურგიული და ლაზერული ოპერაციების შემდგომი გართულებების მკურნალობა

გამოყენების წესი და დოზირება
დოზა დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე, ინფექციის ტიპზე, ორგანიზმის მდგომარეობასა და პაციენტის ასაკზე.
გამოიყენება ადგილობრივად.
გამოყენების წინ ფლაკონი შეანჯღრიეთ!

თვალის წვეთების გამოყენებამდე საჭიროა კონტაქტური ლინზების ამოღება. მათი ხელახლა გაკეთება შესაძლებელია ჩაწვეთებიდან 15 წუთის შემდეგ. პრეპარატის ჩაწვეთებისას არ შეიძლება საწვეთურის წვერის შეხება ქუთუთუებზე, თვალის გარშემო კანსა და სხვა ზედაპირებზე, კონტამინაციის თავიდან აცილების მიზნით.

ფხიზელ პაციენტს პირველ ორ დღეს დაზიანებულ თვალში აწვეთებენ ხსნარის 1-2 წვეთს, ყოველ 2 საათში ერთხელ, არაუმეტეს 8-ჯერ დღეში. შემდეგ, მე-3-5 დღეს აწვეთებენ 4-ჯერ დღეში.

მკურნალობის ხანგრძლივობა დგინდება ინდივიდუალურად ექიმის მიერ, მკურნალობის ჩვეულებრივი ხანგრძლივობა შეადგენს 5 დღეს. ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია მკურნალობის კურსის გაზრდა 2 კვირამდე.

პრეპარატს აწვეთებენ კონიუნქტივალურ პარკში, ამასთან, ცხვირის ლორწოვანი გარსიდან პრეპარატის სისტემური ეფექტის თავიდან აცილების და ადგილობრივი მოქმედების გაზრდის მიზნით, საჭიროა საცრემლე არხზე თითის დაჭერა ჩაწვეთებიდან 2-3 წუთის განმავლობაში. ადგილობრივი მოქმედების სხვა პრეპარატების იმავდროულად თვალში გამოყენებისას, საჭიროა მინიმუმ 15 წუთიანი ინტერვალის დაცვა. თუ პაციენტი ერთდროულად იყენებს თვალის საცხს, მისი წასმა უნდა მოხდეს ყველაზე ბოლოს.
ჩაწვეთების ტექნიკა

თავი ოდნავ გადახარეთ უკან, ქვედა ქუთუთო ჩამოწიეთ ისე, რომ წარმოიქმნას ჯიბე და მასში ჩააწვეთეთ პრეპარატის 1-2 წვეთი. დახურეთ თვალები და ატრიალეთ თვალის კაკლები 1-2 წუთის განმავლობაში.

შენახვის პირობები
შეინახეთ არაუმეტს 25რС ტემპერატურის პირობებში, არ გაყინოთ.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!
Show More
More Info
Brand
ბალკანფარმა-რაზგრადი
Country
Bulgaria
Generic
levofloxacin
Dose
5მგ/მლ
Form
წვეთები თვალის
Packing
ფლაკონი
Quantity
1
Volume
5მლ
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page