Ornacard caps #30

Ornacard caps #30

United Kingdom of Great Britain and Northern Ireland

პრიმეა
About Product
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): L-carnitine, coenzyme Q10, omega 3
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები ნივთიერებათა ცვლის დარღვევები
შემადგენლობა:
L-კარნიტინი - 500 მგ
კოენზიმ Q10 - 20 მგ
ომეგა 3 - 600 მგ

ფარმაკოლოგიური ჯგუფი : კარდიოპროტექტორული, ნეიროპროტექტორული, ციტოპროტექტორული საშუალება.

ჩვენება:
Ø გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების პროფილაქტიკა და კომპლექსური თერაპია.
Ø დისლიპიდემიით (ლიპიდური ცვლის დარღვევა) განპირობებული მდგომარეობების პროფილაქტიკა;
Ø ქრონიკული ცერებრო-ვასკულარული პათოლოგია;
Ø კოგნიტური ფუნქციების დარღვევები: მეხსიერების, ყურადღების კონცენტრაციის უნარის დარღვევები, ამნეზია, დემენცია, ალცჰეიმერის დაავადება;
Ø შაქრიანი დიაბეტი და მისი გართულებების პროფილაქტიკა;
Ø თირეოტოქსიკოზი, ჰიპოთირეოზი, სიმსუქნე და მეტაბოლური სინდრომი;
Ø სხვადასხვა გენეზის ართროზო-ართრიტები; რევმატოლოგიური დაავადებები.
Ø აუტოიმუნური დაავადებები: გაფანტული სკლეროზი, სისტემური სკლეროდერმია, რევმატოიდული ართრიტი;
Ø თვალის დაავადებები;
Ø ძვლების დაავადებები: მოტეხილობები, ოსტეომიელიტი, ოსტეოპოროზი და სხვა;
Ø კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება;
Ø კანის დაავადებები: ფსორიაზი, ეგზემა, ნეიროდერმიტი და სხვა, ტროფიკული წყლული;
Ø ქიმიოთერაპიის და სხივური თერაპიის კურსის შემდგომ პერიოდში.

უკუჩვენება: 12 წლამდე ასაკი, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი.

გვერდითი მოვლენები: ორნაკარდის მიღების ფონზე გვერდითი მოვლენები თითქმის არ აღინიშნება. შეიძლება ძალიან იშვიათად განვითარდეს გულისრევა, ღებინება, ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში.

გამოყენების წესი და დოზირება: ორნაკარდი ინიშნება 1 კაფსულა დღეში 1-2 ჯერ ჭამის შემდეგ. მკურნალობის კურსი ინდივიდუალურია კომპლექსურ თერაპიასთან ერთად, საშუალოდ 1-3 თვე.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: არ აღინიშნება შეუთავსებლობა სხვა მედიკამენტებთან.
Show More
More Info
Brand
პრიმეა
Country
United Kingdom of Great Britain and Northern Ireland
Generic
L-carnitine+coenzime Q-10+fish oil (omega-3)
Form
კაფსულა
Quantity
30
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page