Senadexin tab #10

Senadexin tab #10

Ukraine

ლუბნიფარმი
About Product
საერთაშორისო დასახელება - სენოზიდი
სენოზიდები , ტაბლეტები
საფაღარათო საშუალება
შემადგენლობა:
თითოეული უგარსო ტაბლეტი შეიცავს :
სენას ექსტრაქტს , რომელიც ექვივალენტურია 13,5 მგ სენოზიდების A და B კალციუმის მარილის სახით .

აღწერილობა:
სენოზიდები მიიღება მცენარიდან Cassia angustifolia. პრეპარატს აქვს მსუბუქი საფაღარათო მოქმედება , რომელიც ვლინდება მიღებიდან 8-10 საათის შემდეგ. იგი მოქმედებს მსხვილი ნაწლავის რეცეპტორების გაღიზიანების გზით , რაც იწვევს ნაწლავების პერისტალტიკის გაძლიერებას . საფაღარათო მოქმედებას ახდენს ნაწლავების გაღიზიანების გარეშე . იგი ექსკრეტირდება განავლით და შარდით და შარდს სპეციფიკურ ყვითელ ფერს აძლევს .

ჩვენებები:
სენოზიდი ნაჩვენებია მოზრდილებსა და ბავშვებში ყაბზობის დროს .

უკუჩვენებები:
* სენოზიდეს ტაბლეტების მიღება არ შეიძლება აპენდიციტის ან ნაწლავური ობსტრუქციების დროს.

გვერდითი ეფექტები:
სენოზიდიმ შეიძლება გამოიწვიოს მსუბუქი აბდომინალური დისკომფორტი , როგორიცაა კოლიკა ან სპაზმი . ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს დიარეა .

სიფრთხილის ზომები:
სენოზიდის გამოყენება არ შეიძლება პაციენტებში , რომელთაც აღენიშნებათ ნაწლავური ობსტრუქცია ან არადიაგნოსტირებული აბდომინალური სიმპტომატიკა . სიფრთხილეა საჭირო ნაწლავის ანთებითი დაავადების დროსაც .
ხანგრძლივი გამოყენება არაა რეკომენდებული .

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი:
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში გამოიყენება მხოლოდ სარგებელი რისკის თანაფარდობის შეფასების შემდეგ .

მიღების გზები და დოზირება:
ბავშვები : (1- დან 12 წლამდე ) : 1 ტაბლეტი ძილის წინ;
მოზრდილები : 1-3 ტაბლეტი ძილის წინ ან ექიმის რეკომენდაციის მიხედვით .

შენახვის პირობები:
ინახება მშრალ, გრილ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას .
Show More
More Info
Brand
ლუბნიფარმი
Country
Ukraine
Generic
sennoside A+B
Form
ტაბლეტი
Quantity
10
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page