allereyes eye drops 0.1% 5ml N1
allereyes eye drops 0.1% 5ml N1

allereyes eye drops 0.1% 5ml N1

Bulgaria

ბალკანფარმა-რაზგრადი
About Product
დასახელება - ალერაიზი წვეთები თვალის 0.1% 5მლ ფლაკონი #1

გამოყენების ჩვენება:
-ალერგიული კონიუნქტივიტი.
გამოყენების წესი და დოზები
ადგილობრივი გამოყენებისათვის: 1 წვეთი დღეში ორჯერ დაზიანებული თვალების (თვალის) კონიუნქტივის ქვედა პარკში, 3 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში გამოიყენება მოზრდილების მსგავსი დოზირებით. საჭიროებისას, მკურნალობა შესაძლებელია გაგრძელდეს ოთხ თვემდე. მკურნალობის ხანგრძლივობას ადგენს მკურნალი ექიმი. ხანდაზმულ პირებში, პაციენტებში თირკმელების ან ღვიძლის უკმარისობით, დოზის კორექცია არ არის საჭირო. თვალის სხვა ადგილობრივ სამკურნალო საშუალებებთან კომბინირებული თერაპიის შემთხვევაში, ინტერვალი გამოყენებებს შორის უნდა შეადგენდეს არანაკლებ ხუთ წუთს. თვალის მალამოს გამოყენება უნდა მოხდეს ბოლოს. ფლაკონის შიგთავსის დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით, არ უნდა მოხდეს საწვეთურის წვერის შეხება თვალთან ან ნებისმიერ ზედაპირთან. გამოყენებებს შორის ფლაკონი ინახება თავდახურული.

უკუჩვენება:
-მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;
-3 წლამდე ბავშვთა ასაკი.

განსაკუთრებული მითითებები:
ალერაიზის თვალის წვეთების ადგილობრივი გამოყენების შემდეგ შესაძლებელია სისტემური შეწოვა. გვერდითი რეაქციების ან ჰიპერმგრძნობელობის ნიშნების გამოვლენისას, პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს. ოფტალმოლოგიურ პრეპარატებში კონსერვანტის სახით გამოყენებულმა ბენზალკონის ქლორიდმა შესაძლებელია გამოიწვიოს თვალის გაღიზიანება, ასევე შესაძლებელია გახდეს წერტილოვანი კერატიტის და/ან ტოქსიკური წყლულოვანი კერატოპათიის მიზეზი. პაციენტებში მშრალი თვალით, დაზიანებული რქოვანათი, ასევე ალერაიზის ხშირი ან ხანგრძლივი გამოყენებისას, საჭიროა მდგომარეობის მკაცრი მონიტორინგი.

კონტაქტური ლინზები: იქიდან გამომდინარე, რომ ალერაიზის თვალის წვეთები შეიცავენ ბენზალკონის ქლორიდს, საჭიროა თავის შეკავება რბილი (ჰიდროფილური) კონტაქტური ლინზების ტარებისაგან, ან ჩაწვეთების დროს უნდა მოხდეს მათი მოხსნა. ლინზების ტარება შესაძლებელია პრეპარატის გამოყენებებს შორის შუალედში. მათი ხელახლა გაკეთება შესაძლებელია ჩაწვეთებიდან არანაკლებ 15 წუთის გასვლის შემდეგ. დოზის კორექცია ხანდაზმულ პირებში და ღვიძლის და თირკმელების უკმარისობის მქონე პაციენტებში არ არის საჭირო. ალერაიზის თვალის წვეთები ბავშვებში (3 წელზე უფროსი ასაკი) გამოიყენება მოზრდილებში გამოყენებული დოზით.
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი:Lპრეპარატი ალერაიზის გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობის დროს ან ქალებში, რომლებიც არ იყენებენ ეფექტურ კონტრაცეპციას. ოლოპატადინი გამოიყოფა დედის რძით, ამიტომ, Lპრეპარატი ალერაიზის გამოყენება არ არის რეკომენდებული ლაქტაციის პერიოდში.

სამკურნალო საშუალების ზემოქმედების თავისებურებები ავტოსატრანსპორტო საშუალებების და პოტენციურად საშიში მექანიზმების მართვის უნარზე: ჩაწვეთების შემდეგ შესაძლებელია დროებით მხედველობის სიმკვეთრის დაქვეითება ან მხედველობის სხვა დარღვევები, ასეთ შემთხვევაში საჭიროა თავის შეკავება ავტოსატრანსპორტო საშუალებების/მექანიზმების მართვისგან მხედველობის სრულ აღდგენამდე.
ვარგისიანობის ვადა
2 წელი. გამოყენების პერიოდი ფლაკონის პირველი გახსნის შემდეგ – 28 დღე არაუმეტეს 25რჩ ტემპერატურაზე.
Show More
More Info
Brand
ბალკანფარმა-რაზგრადი
Country
Bulgaria
Generic
olopatadine
Dose
0.1%
Form
წვეთები თვალის
Packing
ფლაკონი
Quantity
1
Volume
5მლ
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page