Eygel plus gel 5% #1

Eygel plus gel 5% #1

Italy

ფარმიგეა
About Product
დასახელება - აიგელ პლუსი 10გ თვ/გელი

მიღების ჩვენებები:

მშრალი კერატოკონიუნქტივიტი და „მშრალი თვალის“ სინდრომის თანმდევი სხვა დაავადებები, რომელიც გამოიხატება ცრემლდენაში, დაღლილობაში, ქავილში და წვაში, თვალში უცხო სხეულის შეგრძნებაში;
თვალების გაღიზიანება (მტვერი, კვამლის შედეგად, კომპიუტერზე მუშაობის დროს “ოფისის თვალის სინდრომი“);
არასაკმარისი ცრემლგამოყოფა;
სტივენს-ჯონსის სინდრომი;
შაგრენის დაავადება;
ქუთუთოების დაავადება, რომელიც იწვევს რქოვანას ცრემლთან არასაკმარის კონტაქტს,
აღდგენითი თერაპია რქოვანაზე ლაზერული და ქირურგიული ჩარევის შემდეგ.
უკუჩვენება
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის ერთ-ერთი კომპონენტების მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია:
პრეპარატი უნდა გამოიყენებოდეს ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში მხოლოდ ექიმის დანიშვნის თანახმად.

მიღების წესი და დოზირება
თვალის გელი აიგელ პლუსი გამოიყენება 1 წვეთი 1-4 ჯერ დღე-ღამეში (სიმპტომის გამოხატულობის ხარისხიდან გამომდინარე).
პრეპარატის ჩაწვეთამდე დაიბანეთ ხელები.

ჭარბიდოზირება

მონაცემები პრეპარატის ჭარბი დოზირების შესახებ არ არსებობს.

თანმხლები მოვლენები:
ჩაწვეთებისთანავე შესაძლებელია მხედველობის დროებითი დაბინდვა, წვის ხანმოკლე შეგრძნება და თვალის ადგილობრივი გაღიზიანება.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
აიგელ -ის სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება შესწავლილი არ არის.

გამოშვების ფორმა:
5% თვალის გელი. 10 გ გამჭვირვალე ფლაკონი, 10 მლ ტევადობის, ფლაკონი ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები:
+15 . . + 25ძC ტემპერატურაზე სინათლისაგან დაცულ ადგილას.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა
30 თვე. გამოიყენეთ ფლაკონის გახსნიდან 1 თვის განმავლობაში.
არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
Show More
More Info
Brand
ფარმიგეა
Country
Italy
Generic
dexpanthenol
Dose
5%
Form
გელი თვალის
Packing
ტუბი
Quantity
1
Volume
10გრ
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page