Zaridinex eye drops 0.3% 5ml #1
Zaridinex eye drops 0.3% 5ml #1

Zaridinex eye drops 0.3% 5ml #1

Turkey

მეფარ ილაჩ
About Product
შემადგენლობა: აქტიური ნივთიერება: ოფლოქსაცინი 3 მგ 1 მლ-ში. დამხმარე ნივთიერებები: ბენზალკონიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, მარილმჟავა, გამოხდილი წყალი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიბაქტერიული პრეპარატი, ფტორქინოლონების ჯგუფი.

ჩვენებები: თვალის ბაქტერიული ინფექციები, კონიუნქტივიტი, რქოვანას წყლული, კერატოკონიუნქტივიტი, ბლეფარიტი, ჯიბლიბო, დაკრიოცისტიტი, პოსტტრავმული ინფექცია, ოპერაციის წინა და შემდგომი პერიოდის გართულებების პროფილაქტიკა და მკურნალობა.

დოზირება და მიღების წესი: 1-2 წვეთი 4-ჯერ დღეში. მწვავე პერიოდში დოზა შეიძლება გაიზარდოს 1-2 წვეთამდე 2-4 საათში ერთხელ.

გვერდითი მოვლენები: კონიუნქტივას სიწითლე, წვის შეგრძნება, არასასიამოვნო გემო პირის ღრუში.

უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ. ორსულობა და ლაქტაცია, 1 წლამდე ასაკი.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან: სხვა თვალის პრეპარატებთან ერთად გამოყენების შემთხვევაში ჩაწვეთებათა შორის ინტერვალი უნდა იყოს 15 წთ.

განსაკუთრებული მითითებები: პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ ადგილობრივად თვალში ჩასაწვეთებლად და არა საინექციოდ. კონტაქტური ლინზების გამოყენების შემთხვევაში ჩაწვეთება ხდება ლინზის ამოღების შემდეგ.

ორსულობა და ლაქტაცია: უკუნაჩვენებია ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში.

ჭარბი დოზირება: დოზის გადაჭარბების შემთხვევაში თვალი უნდა გამოირეცხოს დიდი რაოდენობით წყლით.

გარეგნული სახე და შეფუთვა: თვალის წვეთები, 5 მლ-იანი ფლაკონი, მოყვითალო ფერის სითხით.

შენახვის პირობები: პრეპარატი ინახება არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე, 24 თვე. პირველი გახსნის შემდეგ ვარგისია 4 კვირა.

ვარგისიანობის ვადა: 24 თვე.

აფთიაქიდან გაცემის პირობები: რეცეპტით.

მწარმოებელი: ბიემ, თურქეთი.
Show More
More Info
Brand
მეფარ ილაჩ
Country
Turkey
Generic
ofloxacin
Dose
0.3%
Form
წვეთები თვალის
Quantity
1
Volume
5მლ
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page