Alfa normix tab 200mg #12

Alfa normix tab 200mg #12

Italy

ალფასიგმა
About Product
მოქმედი ნივთიერება: რიფაქსიმინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

რიფამიცინის ჯგუფის ანტიბიოტიკი

ჩვენებები:

რიფაქსიმინის მიმართ მგრძნობიარე ბაქტერიებით გამოწვეული კუჭ-ნაწლავის ინფექციის მკურნალობა, მათ შორის:

კუჭ-ნაწლავის მწვავე ინფექცია;
მოგზაურთა დიარეა;
ნაწლავში მიკროორგანიზმების ჭარბი ზრდის სიმპტომი;
ღვიძლის ენცეფალოპათია;
სიმპტომატურად გაურთულებელი კოლინჯის დივერტიკულოზი;
ნაწლავის ქრონიკული ანთება.
კოლორექტალური ქირურგიული ჩარევის დროს ინფექციური გართულების პროფილაქტიკისათვის.
დოზირების რეჟიმი:

მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში პრეპარატი ინიშნება 200მგ (1 ტაბლეტი ან 10მლ სუსპენზია) ყოველ 8 საათში ან 400მგ (2 ტაბლეტი ან 20მლ სუსპენზია) ყოველ 8-12 სთ-ში. აუცილებლობისას დოზა და მიღების სიხშირე შეიძლება შეიცვალოს ექიმის კონტროლით.

მკურნალობის ხანგრძლიობა არ უნდა აჭარბებდეს 7 დღეს და განისაზღვრება ავადამყოფის კლინიკური მდგომარეობით. განმეორებითი კურსი უნდა ჩატარდეს არა უადრეს 20-40 დღის.

სუსპენზიის მომზადების წესი:

საჭიროა გაიხსნას ფლაკონი, დაემატოს წყალი ნიშნულამდე და კარგად შეინჯღრეს. შემდეგ განმეორებით დაემატოს წყალი მანამ, სანამ სუსპენზიის დონე არ მიაღწევს მითითებულ ნიშნულს 60მლ-ს. ყოველი მიღების წინ სუსპენზია უნდა შეინჯღრეს.

დოზირებისთვის სუსპენზიას ახლავს ნიშნულიანი ჭიქა.
უკუჩვენებები:

რიფაქსიმინის ან სხვა რიფამიცინის ან პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობის დროს პრეპარატის გამოყენება შეიძლება მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობისას სიფრთხილისა და ექიმის დაკვირვების ქვეშ.

ლაქტაციის დროსაც პრეპარატის გამოყენება უნდა მოხდეს ექიმის მეთვალყურეობით.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე, 30 C ტემპერატურაზე.

ვადა: 3 წელი.

მომზადებული სუსპენზია ინახება 7 დღე ოთახის ტემპერატურაზე, არა უმეტეს 30C ტემპერატურაზე.
Show More
More Info
Brand
ალფასიგმა
Country
Italy
Generic
rifaximin
Dose
200მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
12
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page