შემადგენლობა: 1 მლ აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს: კარნიტინი 400 მგ; დამხმარე ნივთიერება: სორბიტოლი, ლიმონის მჟავა, ნატრიუმის ბენზოატი, კალიუმის სორბატი, არომატიზატორი „წითელი ხილი“.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატი.
ჩვენებები: როგორც დიეტური დანამატი, კვების რაციონში, დამხმარე საშუალება დღენაკლული ბავშვებისათვის; ჰიპოტროფია და ჰიპოტონია, რესპირატორული დისტრეს სინდრომი ახალშობილებში; მადის გაუარესება და სხეულის მასის დეფიციტი; ჰემოდიალიზი; თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის ქრონიკული მოშლა, დემენცია, კოგნიტური დარღვევები, დეპრესია, ასთენია; გონებრივი, ფსიქოლოგიური და ემოციური ფონის მომატება; კარდოიმიოპათიები, ათეროსკლეროზის და გულის იშემიური დაავადებებისას განვითარებული მიოკარდიუმის მეტაბოლიზმის დარღვევა; მიოკარდიუმის ინფარქტის შემდგომი პერიოდი; თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლა; ოპერაციული ჩარევის შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდი; შაქრიანი დიაბეტი; თირეოტოქსიკოზის მსუბუქი ფორმა; ფიზიკური გამოფიტვა; ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა სპორტსმენებში; სიმსუქნე; არაალკოჰოლური სტეატოჰეპატიტი; პლაცენტარული უკმარისობა და ტოქსიკოზი ორსულებში; მამაკაცის და ქალის უნაყოფობა; თირკმლის დაავადებები, რომელთაც თან ახლავს დიდი რაოდენობით კარნიტინის დაკარგვა; კანის დაავადებები.
დოზირება და მიღების წესი: ჩვეულებრივი დოზა ახალშობილებსა და 12 წლამდე ასაკში შეადგენს 50-100 მგ კგ წონაზე, დღე-ღამეში, გაყოფილი 2-3 მიღებაზე; 12 წლის ზემოთ ბავშვებსა და მოზრდილებში 1-3 მგ დღე-ღამეში. მკურნალობის კურსი 1-3 თვე. აუცილებლობის შემთხვევაში კურსი შეიძლება განმეორდეს.
გვერდითი მოვლენები: შეიძლება გამოვლინდეს გვერდითი მოვლენები.
უკუჩვენებები: რომელიმე კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
განსაკუთრებული მითითებები: გამოყენების წინ რეკომენდირებულია ექიმის კონსულტაცია. არ შეიძლება მისი გამოყენება სრულფასოვანი და დაბალანსებული საკვების მაგივრად. არ შეიძლება დოზის გადაჭარბება. არ შეიცავს გენმოდიფიცირებულ ელემენტებს.
გარეგნული სახე და შეფუთვა: 120 მლ ხსნარი ფლაკონში, ფლაკონი მუყაოს შეფუთვაში, მზომ შპრიცთან ერთად.
შენახვის პირობები: ინახება ორიგინალ შეფუთვაში, მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას 25? ტემპერატურაზე, არ გამოიყენება კოლოფზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.