Argicarn foret sol oral 100ml #1

Argicarn foret sol oral 100ml #1

Turkey

ჰონორ ფარამაცეუტიკალსი
About Product
არგიკარნი ფორტე 100მლ, სითხე ანაბოლური საშუალებებიL-Arginin+L-Carnitin

შემადგენლობა: ხსნარის ყოველი 5მლ შეიცავს: 2000მგ L-carnitine და 2000მგ L- arginine.
არგიკარნ ფორტე-Argicarn Forte -წარმოადგენს არგინინის და L კარნიტინის ნარევს

ლ-არგინინი წარმოადგენს ამინომჟავას, რომელიც აუცილებელია ცილების სინთეზისთვის.
ლ-არგინინის 3 მნიშვნელოვანი როლი: მონაწილეობს: კუნთოვანი მასის განვითარებაში; ენდოგენური აზოტის ოქსიდის წარმოქმნაში, სპერმატოზოიდის წარმოქმნაში, შედეგად: აფართოებს სისხლძარღვებს, გულის იშემიური დაავადებისა და ათეროსკლეროზის დროს; აუმჯობესებს სისხლის მიკროცირკულაციას და საკვები ნივთიერებებისა და საშენი მასალის მიწოდებას, მათ შორის, თმის ღეროს ძირებში; ხელს უწყობს კარგი ხარისხის სპერმატოზოიდების წარმოქმნას; ეხმარება ორგანიზმის სისხლის მიმოქცევის დარეგულირებაში; ხელს უწყობს ჭრილობის შეხორცებას და დამწვრობის მოშუშებას; მოზარდებში აუმჯობესებს ზრდის ჰორმონის წარმოქმნას.
L-კარნიტინი ვიტამინების მსგავსი ბუნებრივი ნივთიერებაა. ის მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლის პროცესში, გადააქვს გრძელჯაჭვიანი ცხიმოვანი მჟავები ციტოპლაზმიდან მიტოქონდრიებში, სადაც განიცდიან ბეტა-დაჟანგვას, რის შედეგადაც წარმოიქმნება დიდი რაოდენობით ენერგია (ატფ-ის სახით).
L-კარნიტინი : აწესრიგებს ცილოვან და ცხიმოვან ცვლას, აღადგენს მჟავა-ტუტოვან წონასწორობას. თრგუნავს კეტოსხეულების წარმოქმნას და ანაერობულ გლიკოლიზს. ამცირებს რძემჟავა აციდოზის ხარისხს, ზრდის ორგანიზმის ამტანობას ფიზიკური დატვირთვისადმი. უმჯობესდება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ენერგიის გამომუშავება, ამტანობა მძიმე ფიზიკური დატვირთვისადმი. ხელს უწყობს გლიკოგენის მარაგის გაზრდას ღვიძლში. თიროქსინის მიმართ ანტაგონისტური მოქმედებით აწესრიგებს ჰიპერთირეოზის დროს მომატებულ ძირითად ცვლას. ანელებს ცილოვანი და ნახშირწყლოვანი მოლეკულების კატაბოლიზმს. მცირდება სხეულის ჭარბი წონა და ქვეითდება ცხიმების შემცველობა კუნთებში. მნიშვნელოვნად აუმჯობესებს გულის კუნთის კუმშვადუნარიანობას და აუმჯობესებს მის ენერგომომარაგებას. ავლენს ნეიროტროპულ მოქმედებას, ამუხრუჭებს აპოფტოზის განვითარებას, შემოფარგლავს დაზიანებულ ზონას, აღადგენს ნერვული ქსოვილის სტრუქტურას.
ლ-კარნიტინი აუმჯობესებს სუსტ და დღენაკლი ბავშვების ფიზიკურ განვითარებას.

ჩვენება: ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა, ქრონიკული დაღლილობა, შრომისუნარიანობის დაქვეითება; კარდიომიოპათია, გულის უკმარისობა, მიოკარდიტი, გულის იშემიური დაავადება (სტენოკარდია, პოსტინფარქტული მდგომარეობა); სხეულის მასის დეფიციტი და ზრდაში შეფერხება ბავშვთა ასაკში და მოზარდებში 16 წლამდე; ანორექსია, ქრონიკული ჰიპოაციდური გასტრიტი, ქრონიკული პანკრეატიტი, ღვიძლის დაავადებები; თირკმელების ქრონიკული უკმარისობა, ჰემოდიალიზზე მყოფი ავადმყოფები; თირეოტოქსიკოზის მსუბუქი ფორმა, სიმსუქნე; მამაკაცთა უშვილობა (ოლიგოსპერმია, აზოოსპერმია); თმის ცვენა, ალოპეცია; პირველადი (გენეტიკური) და მეორადი კარნიტინის დეფიციტი.

უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალ კომპონენტებზე.

არგიკარნ ფორტე: მიიღება ჭამამდე 30 წუთით ადრე.
ბავშვებში: 1წლამდე ერთი მეოთხედი (1.25მლ) 1 დღეში
1-6 წლამდე ერთი მეოთხედი-ნახევარი საზომი კოვზის (1.25-2.5მლ) დღეში
6-12 წალმდე ნახევარი საზომი კოვზი (2.5მლ) დღეში
12- 16 წლამდე ნახევარი-1 კოვზი (2,5–5მლ) დღეში
16 წლიდან და მოზრდილებში- 1 კოვზი (5მლ) სითხე 1ან 2 ჯერ დღეში

გარეგნული სახე და შეფუთვა: 100 მლ ფლაკონი, კოვზი დოზიმეტრით.

შენახვის წესი: ინახება მშრალ, ბნელ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე.

აფთიაქიდან გაცემის წესი: რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი: ჰონორ ფარმა , თურქეთი.
Show More
More Info
Brand
ჰონორ ფარამაცეუტიკალსი
Country
Turkey
Generic
L-carnitine+L-arginine
Form
ხსნარი ორალური
Packing
ფლაკონი
Quantity
1
Volume
100მლ
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page