ARKOCAPS FUCUS caps #45

ARKOCAPS FUCUS caps #45

France

არკოფარმა
About Product
ინგრედიენტები: ალგინის მჟავა, ორგანული აკაცია, ორგანული კელპი, თალუსის ფხვნილი (FUCUS VESICULOSUS, FOCUS SERRATUS, ASCOPHYLLUM NODOSUM), ორგანული ბრინჯის სახამებელი, ორგანული სიმინდის სახამებელი, ბაობაბის ფხვნილი. ყოველი ორი კაფსულა შეიცავს ფუკუსის თალუსის ფხვნილს-98მგ.

ჩვენება: ARKOCAPS ფუკუსი, მისი დანაყრების ფუნქციიდან გამომდინარე, ხელს უწყობს ნაკლები კალორიების მიღებას. დანამატი განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს წონის კონტროლი.

გამოყენების წესები: მხოლოდ ზრდასრულებისთვის. ერთი კაფსულა ჭამამდე ნახევარი საათით ადრე შუადღით და საღამოს, საჭირო რაოდენობის წყალთან ერთად.

უკუჩვენება: არ არის რეკომენდირებული მათთვის, ვინც ალერგიულია იოდის მიმართ. არ არის რეკომენდირებული ორსულებისთვისა და ლაქტაცის პერიოდში მყოფი დედებისთვის.
მნიშვნელოვანია პაციენტმა დაიცვას რეკომენდირებული დოზა. საკვებ-დანამატს არ შეუძლია ჩაანაცვლოს ბალანსირებული კვება და ჯანსაღი ცხოვრების წესი.

შესაძლო გვერდითი მოვლენები: ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

შენახვის წესი: ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ, ბნელ და გრილ ადგილას.

გამოშვების ფორმა: კაფსულა #45.

მწარმოებელი: კომპანია არკოფარმა. არკოფარმა დაარსდა 1980 წელს, ექიმ რომბის მიერ. 1982 წელს არკოფარმამ პირველმა წარადგინა მცენარეული საკვები დანამატი კაფსულის ფორმაში. კომპანიამ 1985 წელს პირველმა აითვისა ნედლეულის კრიოგენური დაფქვის მეთოდი, ხოლო 1986 წელს აღიარებულ იქნა საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ.

1997 წელს არკოფარმას სრული ასორტიმენტი მოიცავდა ფიტოპრეპარატებს და გახდნენ ლიდერები ფიტოთერაპიაში.

არკოფარმას პროდუქცია იწარმოება საფრანგეთში, კაროსში, ზღვისპირა ალპებში. კომპანია აკონტროლებს ყველა ეტაპს: ნედლეულის მოპოვებას, მის გადამუშავებას და წარმოებას.
არკოფარმას აქვს ექსკლუზიური ფორმულაცია: მწვანე ფორმულაცია, რაც მოიცავს რომ პროდუქცია შეიცავს მხოლოდ ნატურალური წარმოშობის აქტიურ ინგრედიენტს, არის ვეგანური და აგლუტენური, დაბალი გლიკემიური ინდექსის მქონე, სადავო ინგრედიენტების, კონსერვატებისა და საღებავის გარეშე. შემავსებლის რაოდენობა მაქსიმალურად შემცირებულია და ძირითადად გამოიყენება მცენარისგან მიღებული დაუმუშავებელი შემავსებელი.
Show More
More Info
Brand
არკოფარმა
Country
France
Generic
fucus vesiculus
Form
კაფსულა
Quantity
45
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page