Bazhana caps. #10

Bazhana caps. #10

Bulgaria

ფორტექსი
About Product
დასახელება - ბაჟანა კაფსულა

BAZHANA – ეს არის ლიოფილიზირებული საფუარების (Saccharomyces boulardii), 2 პრობიოტიკური შტამის და პრებიოტიკის კომბინაცია, რომელიც ხელს უწყობს ნაწლავის მიკროფლორის ბალანსის აღდგენას და ნორმალურ პერისტალტიკას. ეს არის სასარგებლო მიკროფლორის კომპლექსი, რომელიც ხელს უწყობს ორგანიზმის საერთო გაძლიერებას, იმუნიტეტის ამაღლებას, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციონირების ნორმალიზებას, ნაწლავის მიკროფლორის ბალანსის აღდგენას, საჭმლის მონელების გაუმჯობესებასა და ათვისებას და ალერგიის გამოვლინებების შემცირებას. ხელს უწყობს ნაწლავის მიკროფლორის აღდგენას და სტაბილიზაციას ანტიბიოტიკებით მკურნალობის დროს.
გამოყენების წესი და რეკომენდებული დღიური დოზა: 3-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის 1 კაფსულა დღეში ერთხელ, საკვების მიღებამდე ერთი საათით ადრე; ზრდასრულებში და 6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში - 2 კაფსულა დღეში ერთხელ, საკვების მიღებამდე ერთი საათით ადრე. ნებადართულია ანტიმიკრობულ პრეპარატებთან ერთად გამოყენება მკურნალობის დაწყების პირველივე დღიდან.
გამოყენების ხანგრძლივობა: მიიღება 4 კვირის მანძილზე, შემდგომი მიღება და განმეორებითი კურსის შესაძლებლობა უნდა შეათანხმოთ ექიმთან.
არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას.
გამოყენებამდე რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაცია.
უკუჩვენებები: ბად-ის კომპონენტების მიმართ ინდივიდუალური აუტანლობა.
სიფრთხილის ზომები: 6 წლამდე ასაკის ბავშვებში, ორსულ და მეძუძურ ქალებში გამოყენებულ უნდა იქნას ექიმის დანიშნულებით, მისი მეთვალყურეობის ქვეშ.
ეს პროდუქტი არ არის განკუთვნილი რომელიმე დაავადების დიაგნოსტიკის, მკურნალობის ან პროფილაქტიკისთვის. ბად-ი არ არის მრავალფეროვანი და დაბალანსებული კვების და ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელი.
არ წარმოადგენს სამკურნალო საშუალებას.
გამოშვების ფორმა: 10 კაფსულა ბლისტერში; 1 ან 3 ბლისტერი მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები: ორიგინალ შეფუთვაში, ოთახის ტემპერატურაზე (15-25 რC), მშრალ ადგილას. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა: 2 წელი. არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
Show More
More Info
Brand
ფორტექსი
Country
Bulgaria
Generic
saccharomyces boulardi+lactobacillus+bifidobaqterium+inulin
Form
კაფსულა
Quantity
10
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page