Bene Biflorac #20

Bene Biflorac #20

Denmark

დირლენდ პრობიოტიკები და ენზიმები ბენე ფარმისთვის
About Product
შემადგენლობა:1 კაფსულა
ბიფიდობაქტერია ანიმალისი
ქვესახეობა
ლაქტისი
BB-12
ლაქტობაცილა რამნოზუსი
GG ბიფიდობაქტერია ლონგუმი
ლაქტობაცილა აციდოფილი
ლაქტოკოკი ლაქტისი 5 X 109 კწე*
FOS (ფრუქტოოლიგოსაქარიდი) 30მგ.
ინულინი 30მგ.
*კწე-კოლონიის წარმომქმნელი ერთეული.

სიმბიოტური შემადგენლობა: ნელა გამოთავისუფლებადი კაფსულა: ნაწლავის ფლორა სერიოზულად შეიძლება დაზიანდეს ანტიბიოტიკური მკურნალობისა და მგზავრობის დროს ან როდესაც სხეულში იზრდება პათოგენების რაოდენობა. ნაწლავურ ინფექციებს შორისაა: დიარეა, შეკრულობა, მუცლის ტკივილი, ღებინება, გულისრევა, მადის დაკარგვა და ა.შ. ბიფლორაკ ბენე არის ინოვაციური სიმბიოტიკი, რომელიც შეიცავს პრობიოტიკური შტამების ფრთხილად შერჩეულ კომბინაციას კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სრულად დასაფარად.
5 მილიარდი სასარგებლო ბაქტერია
ლაქტობაცილა რამნოზუსი GG
ლაქტობაცილა აციდოფილი
ლაქტოკოკი ლაქტისი
ბიფიდობაქტერია ანიმალისი ქვესახეობა ლაქტისი BB-12
ბიფიდობაქტერია ლონგუმი
ლაქტობაცილები წარმოდგენილია წვრილ ნაწლავში, ბიფიდობაქტერიები კი მსხვილ ნაწლავში, შესაბამისად, ბიფლორაკ ბენე ნაწლავის მთლიან ტრაქტს ფარავს.

კლინიკურად დადასტურებული ეფექტურობის მქონე პრობიოტიკური შტამები, რომლებიც ბიფლორაკ ბენეშია წარმოდგენილი, მასშტაბურ კლინიკურ ცდებში გამოცდილი, საგულდაგულოდ შესწავლილი, მაღალი ეფექტურობის მქონე პრობიოტიკებია.
ბიფლორაკ ბენეს ფორმულა შეიცავს პრებიოტიკ მოკლეჯაჭვიან ფრუქტოოლიგოსაქარიდს (FOS). მოკლეჯაჭვიანი ფრუქტოოლიგოსაქარიდი არ მუშავდება, იგი უცვლელად აღწევს ნაწლავში და ხელს უწყობს ლაქტობაცილებისა და ფიბიდობაქტერიების განვითარებას, თუმცა არა პათოგენური ბაქტერიების განვითარებას, შესაბამისად, პრობიოტიკური შტამების მოქმედება მკვეთრად უმჯობესდება. უფრო ზუსტად, მოკლეჯაჭვიანი ფრუქტოოლიგოსაქარიდები ხელს უწყობს ფეკალური ბიფიდობაქტერიების გამრავლებას და ამცირებს კუჭ-ნაწლავის დაავადებების რისკს.

ჩვენება: საჭმლის მონელებასთან დაკავშირებული პრობლემები, მათ შორის დისკომფორტი, შებერილობა, მუცლის ტკივილი, ყაბზობა და დიარეა. ნელა გამოთავისუფლებადი ბიფლორაკ ბენეს კაფსულები ხელს უწყობს ბაქტერიების გადასვლას კუჭის მჟავა გარემოდან ნაწლავებში, სადაც ბაქტერიები აქტიურდება.

მიღების წესი: 6-იდან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში: 1 კაფსულა დღეში საკმაო ოდენობის სითხესთან ერთად. მოზრდილებსა და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში: 1 კაფსულა დღეში ერთხელ ან ორჯერ საკმაო ოდენობის სითხესთან ერთად (დილას და საღამოს, დამოკიდებულია სიმპტომების სიმძაფრეზე). ბიფლორაკ ბენეს კაფსულები მიიღება შიგნით ანუ ორალურად, ჭამის შემდეგ. მკურნალობის სავარაუდო ხანგრძლივობაა 7-14 დღე. მკურნალობის კურსი დამოკიდებულია პაციენტის ინდივიდუალურ მაჩვენებლებზე და დაავადების ეტიოლოგიაზე. ბიფლორაკ ბენეს კაფსულების მიღება შესაძლებელია გაგრძელდეს მანამ, სანამ სიმპტომები სრულად გაქრება. თუ პაციენტი პარალელურად ღებულობს ანტიბიოტიკებს, ბიფლორაკ ბენეს კაფსულების მიღება რეკომენდირებულია ანტიბიოტიკის გამოყენებამდე 2-3 საათით ადრე ან გამოყენებიდან 2-3 საათის შემდეგ. სასურველია, მიღება გაგრძელდეს ანტიბიოტიკით მკურნალობის დასრულებიდან 5 დღის განმავლობაში.

კომპონენტები: ბიფიდობაქტერია ანიმალისი ქვესახეობა ლაქტისი BB-12, ლაქტობაცილა რამნოზუსი GG, ბიფიდობაქტერია ლონგუმი, ლაქტობაცილა აციდოფილი, ლაქტოკოკი ლაქტისი, სიმინდის სახამებელი, მეთილცელულოზას ჰიდროქსიპროპილი, ფრუქტოოლიგოსაქარიდი (FOS), ინულინი, მოდიფიცირებული სიმინდის სახამებელი, Gellan Gum, ცხიმოვანი მჟავების მაგნიუმის მარილები, სილიციუმის დიოქსიდი.

გაფრთხილება: არ უნდა მოხდეს რეკომენდებული დღიური დოზის გადაჭარბება.

შენახვის წესი: ინახება ოთახის ტემპერატურაზე-15C-20C, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

საკვები დანამატი.

ვარგისიანობის ვადა: მოცემულია შეფუთვაზე.

შეფუთვა: შეფუთვის რაოდენობა: 20 კაფსულა, 2 ბლისტერი-ყუთი.

დამზადებულია ევროკავშირში: დიირლენდ პრობიოტიკს ენდ ენზიმს (Deerland Probiotics a
Show More
More Info
Brand
დირლენდ პრობიოტიკები და ენზიმები ბენე ფარმისთვის
Country
Denmark
Generic
lactobacillus+bifidobacterium+Inulin+fruqtooligosacharos
Form
კაფსულა
Quantity
20
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page