Bobitic drops 30ml #1

Bobitic drops 30ml #1

Poland

მედანა
About Product
შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერება: სიმეთიკონი (სილიციუმის დიოქსიდით აქტივირებული დიმეთიკონი) 66.66 მგ/მლ.
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის საქარინატი, მეთილპარაჰიდროქსი-ბენზოატი, პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი, ნატრიუმის კარმელოზა, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, ჟოლოს არომატიზატორი, გამოხდილი წყალი.ჩვენებები
• აირების გადაჭარბებული წარმოქმნა და აირების დაგროვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში (მტკივნეული კოლიკები, მუცლის ღრუში სისავსის შეგრძნება, აეროფაგია, დისპეფსია, მეტეორიზმი მათ შორის ოპერაციის შემდგომ პერიოდში, რემგელდის სინდრომი).
• მუცლის ღრუს და მცირე მენჯის ორგანოების მომზადება დიაგნოსტიკური კვლევისთვის (რენტგენოგრაფია, სონოგრაფია, გასტროსკოპია და დუოდენოსკოპია –ქაფის წარმოქმნის პროფილაქტიკა).
• კონტრასტული ნივთიერებების სუსპენზიაზე დანამატის სახით ორმაგი კონტრასტული გამოსახულების მისაღებად.
• ქაფისჩამქრობი საშუალების სახით დეტერგენტებით მწვავე მოწამვლის დროს.

მიღების წესები და დოზები
შიგნით მისაღებად
მიღებამდე საჭიროა პრეპარატის შენჯღრევა ერთგვაროვანი ემულსიის მიღებამდე. პრეპარატის დოზის ზუსტი გაზომვისთვის, ჩაწვეთების დროს საჭიროა ფლაკონის დაჭერა ვერტიკალურ მდგომარეობაში.
აირების გაძლიერებული წარმოქმნა და აირების დაგროვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში.
ბობოტიკი ჩვეულებრივ ინიშნება დღეში სამჯერ ჭამის შემდეგ და ძილის წინ.
• სიცოცხლის 28-ე დღიდან 2 წლამდე 8 წვეთი (20 მგ სიმეთიკონი ) 4-ჯერ დღეში.
• 2-დან 6 წლამდე 14 წვეთი (35 მგ სიმეთიკონი ) დღეში 4-ჯერ.
• 6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში და მოზრდილებში 16 წვეთი (40 მგ სიმეთიკონი ) 4-ჯერ დღეში.
პრეპარატის უფრო ხელსაყრელი გამოყენებისთვის ძირითადად პატარა ბავშვებში, შეიძლება მისი თავდაპირველი შერევა მცირე რაოდენობით ადუღებულ გაციებულ წყალში, ბავშვის კვებაში ან უგაზო სითხეში.
მკურნალობა გრძელდება აირების გაქრობამდე.
მომზადება დიაგნოსტიკური პროცედურებითვის
კუჭნაწლავის ტრაქტის რენტგენოგრაფიული გამოკვლევა:
გამოკვლევამდე 1 დღით ადრე საჭიროა დილით და საღამოს შემდეგი დოზით:
• სიცოცხლის 28-ე დღიდან 2 წლამდე 10 წვეთი (25 მგ სიმეთიკონი ) 2-ჯერ დღეში.
• 2-დან 6 წლამდე 16 წვეთი (40 მგ სიმეთიკონი ) დღეში 2-ჯერ.
• 6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში და მოზრდილებში 20 წვეთი (50 მგ სიმეთიკონი ) 2-ჯერ დღეში.
კუჭნაწლავის ტრაქტის სონოგრაფიული გამოკვლევა:
გამოკვლევამდე ერთი დღით ადრე საჭიროა დილას და საღამოს (ასაკზე დამოკიდებულების მიხედვით) პრეპარტის იგივე რაოდენობის მიღება როგორიც რენტგენოგრაფიულ გამოკვლევამდე მომზადების დროს.
გამოკვლევამდე 3 საათით ადრე საჭიროა დოზის გამეორება.უკუჩვენება
• მომატებული მგრძნობელობა სიმეთიკონის და/ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ.
• ნაწლავური გაუვალობა
• კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ობსტრუქციული დაავადება.

ორსულობა და ლაქტაცია
ამჟამად არ არსებობს მონაცემები იმის შესახებ რომ სიმეთიკონს გააჩნია
ტერატოგენური ან ემბრიოტოქსიური მოქმედება. პრეპარატის გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში შესაძლებელია ექიმის დანიშნულებით.შენახვბის პირობები
ინახება ორიგინალურ შეფუთვაში 15-25რC-ზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
Show More
More Info
Brand
მედანა
Country
Poland
Generic
simethicone
Dose
66.66მგ/1მლ
Form
წვეთები ორალური
Packing
ფლაკონი
Quantity
1
Volume
30მლ
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page