Cerucal tab 10mg #50

Cerucal tab 10mg #50

Litva

ტევა ოპერეიშენს პოლნდ
About Product
საერთაშორისო დასახელება - METOCLOPRAMIDE

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოტორიკის მასტიმულირებელი საშუალება.

ჩვენებები:
გულის რევა, ღებინება, სლოკინი სხვადახვა გენეზის (ზოგ შემთხვევაში ეფექტურია სხივური თერაპიის ან ციტოსტატიკების მიღების შემდგომი ღებინების დროს);
კუჭისა და ნაწლავის ატონია და ჰიპოტონია (ნაწილობრივ პოსტოპერაციული);
ნაღვლის გამომყოფი გზების დისკინეზია;
რეფლუქს-ეზოფაგიტი;
მეტეორიზმი;
კომპლექსურ თერაპიაში კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების გამწვავებისას.
გამოიყენება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის რენტგენოკონტრასტული გამოკვლევისას პერისტალტიკის გასაძლიერებლად.

მიღების წესი და დოზირება:
პრეპარატი შეჰყავთ ინტრავენურად ან კუნთში:
მოზრდილებში 10-20 მგ 1-3-ჯერ დღე-ღამეში (მაქსიმალური დღე-ღამური დოზაა 60 მგ);
ბავშვებში 6 წელს ზევით - 2.5-5 მგ 1-3-ჯერ დღე-ღამეში;
ბავშვებში 2-დან 6 წლამდე დღეღამური დოზა შეადგენს 0.5-1 მგ/კგ-ზე, 1-3 ჯერ დღე-ღამეში.

სხივური თერაპიისა და ციტოსტატიკების მიღებით განპირობებული გულისრევისა და ღებინების პროფილაქტიკისთვის პრეპარატი შეყავთ ინტრავენურად 2 მგ/კგ-ზე 30 წუთი სხივურ თერაპიამდე ან ციტოსტატიკების მიღებამდე. აუცილებლობის შემთხვევაში ხდება განმეორებითი შეყვანა 2-3 საათის შემდეგ.

რენტგენოლოგიური გამოკვლევის დროს მოზრდილებში პრეპარატის შეყვანა ხდება ინტრავენურად 10-20 მგ გამოკვლევის დაწყებამდე 15-20 წუთით ადრე. თირკმლისა და ღვიძლის უკმარისობის მქონე ავადმყოფებში თავიდან ნიშნავენ ჩვეულებრივზე 2-ჯერ ნაკლები დოზით, შემდგომი დოზა კი დამოკიდებულია ავადმყოფის რეაქციაზე მეტოკლოპრამიდის მიმართ.

გვერდითი მოვლენები:
ნერვული სისტემის მხრივ: ექსტრაპირამიდული დარღვევები - სახის მუსკულატურის სპაზმი, ტრიზმი, ენის რიტმული პროტრუზია, მეტყველების ბულბარული ტიპი, ექსტრაოკულარული კუნთების სპაზმი, სპასტიური სიელმე, ოპისტოტონუსი, კუნთური ჰიპერტონუსი, პარკინსონიზმი (ჰიპერკინეზი, კუნთური რიგიდულობა-გამოვლინება დოფამინ-მაბლოკირებელი მოქმედებისა), ექსტრაპირამიდული მოშლილობების რისკი იზრდება დოზის გაზრდისას 0.5 მგ/კგ/დღ; (ხანდაზმულებში თირკმლის ქრონიკული უკმარისობის დროს) დისკინეზია, ძილიანობა, დაღლილობის შეგრძნება, აფორიაქება, გაფანტულობა, თავის ტკივილი, შუილი ყურებში.
საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ: შეკრულობა ან დიარეა, პირის სიმშრალე.
ალერგიული რეაქციები: ჭინჭრის ციება.
ენდოკრინული სისტემის მხრივ: იშვიათად - (მაღალი დოზებით ხანგრძლივი მიღებისას) - გინეკომასტია, გალაქტორეა, მენსტრუალური ციკლის მოშლა.
სხვა: მკურნალობის დასაწყისში შესაძლოა აგრანულოციტოზი, იშვიათად (მაღალი დოზებით მიღებისას) - ცხვირის ლორწოვანი გარსის ჰიპერემია.

უკუჩვენებები:
* სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან;
* ნაწლავის მექანიკური გაუვალობა;
* კუჭის ან ნაწლავის პერფორაცია ;
* ფეოქრომოციტომა;
* ეპილეფსია;
* გლაუკომა;
* ექსტრაპირამიდული მოშლილობები, პარკინსონის დაავადება;
* პროლაქტინდამოკიდებული სიმსივნეები, ღებინება მკურნალობის ფონზე ან ნეიროლეპტიკების პერედოზირებისას და სარძევე ჯირკვლის კიბოს დროს;
* ორსულობა (I ტრიმესტრი), ლაქტაციის პერიოდი;
* ადრეული ასაკი (2 წლამდე);
* მეტოკლოპრამიდისადმი ან პრეპარატის სხვა კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა.

სიფრთხილე: ბავშვებში, თირკმლისა და ღვიძლის უკმარისობა, ბრონქიალური ასთმა, არტერიული ჰიპერტენზია.
Show More
More Info
Brand
ტევა ოპერეიშენს პოლნდ
Country
Litva
Generic
metoclopramide
Dose
10მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
50
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page