Colispas syrup 150ml  #1

Colispas syrup 150ml #1

Turkey

ვეფა ილაჩი
About Product
შემადგენლობა: სიროფის ყოველი 5მლ შეიცავს: კამის ზეთი (Anethum Graveolens) 2,5მგ.; კვლიავის ზეთი (Carum Carvi) 0.025მგ.; დარიჩინის ზეთი (Cinnamomum Zeylanicum) 0.015მგ.; ილის ზეთი (Ellettaria Cardamomum) 0.02მგ.; მიხაკის ზეთი (Eugenia Caryophyllata) 0.5მგ. დამხმარე ნივთიერებები: გამოხდილი წყალი, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, პოლისორბატ 80, კონსერვანტები (კალიუმის სორბატი, ნატრიუმის ბენზოატი) ალუბლის არომატიზატორი, დამატკბობელი (ნატრიუმის საქარინი). პრეპარატი არ შეიცავს პარაბენებს, სპირტს.

ჩვენება: მეტეორიზმი; დისპეფსიური მოვლენები (გულისრევა, ღებინება); კუჭ-ნაწლავის სპაზმი; ბოყინი, სლოკინი; სანაღვლე გზების სპაზმი და დისკინეზია; საკვების რეგურგიტაცია; ყაბზობით მიმდინარე კოლიტი; მუცლის ღრუს გამოკვლევების წინა-მოსამზადებელ პერიოდში (რენტგენოლოგიური გამოკვლევა, უბგ, გასტროფიბროსკოპია); სარეცხი საშუალებებით (ზედაპირულად-აქტიური ნივთიერებებით) მოწამვლის შემთხვევაში, როგორც ქაფის ჩამქრობი საშუალება.

უკუჩვენება: შემადგენელი კომპონენტების მიმართ განსაკუთრებული მგრძნობელობის გამოვლენის შემთხვევაში პრეპარატი არ გამოიყენება.

დოზირება და მიღების წესი: ბავშვები 0–2 თვემდე: 2.5მლ. 3-ჯერ დღეში; ბავშვები 2–12 თვემდე: 5მლ. 3-ჯერ დღეში; ბავშვები 12–24 თვემდე: 10მლ. 3-ჯერ დღეში; ბავშვები 24 თვის ზევით: 15მლ. 3-ჯერ დღეში; კოლისპასი მიიღება ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ.

გამოკვლევებისთვის მომზადება: 5მლ კოლისპასი 3-ჯერ დღე-ღამეში გამოკვლევამდე 24 საათით ადრე და დილით გამოკვლევის ჩატარების დღეს–10მლ კოლისპასი კონტრასტული ნივთიერებების სიროფზე დანამატის სახით: 10-20მლ კოლისპასი ორმაგი კონტრასტული გამოსახულების მისაღები კონტრასტული საშუალების 1 ლიტრზე.

სარეცხი საშუალებებით მოწამვლის დროს, როგორც შხამსაწინააღმდეგო საშუალება (ინტოქსიკაცია ზედაპირულად-აქტიური ნივთიერებებით):
მოწამვლის სიმძიმის მიხედვით, ბავშვებს ენიშნებათ 5-25მლ კოლისპასი. მოზრდილებს ენიშნებათ 25-50მლ (ფლაკონის შემცველობის კოლისპასი).

გვერდითი მოვლენები: ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობა რომელიმე კომპონენტის მიმართ. გვერდითი მოვლენებიდან ნებისმიერის გამოვლენის შემთხვევაში, მათ შორის ისეთის, რომელიც არ არის მოცემული ამ ინსტრუქციაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

პრეპარატი არ შეიცავს შაქარს, რის გამოც მისი გამოყენება შესაძლებელია შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში.

ვარგისიანობა და შენახვის წესი: ინახება მშრალ, გრილ, ბნელ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, 25C–ზე დაბალ ტემპერატურაზე. ვარგისია გამოშვებიდან 3 წელი. არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ!

გამოშვების ფორმა: სიროფი, 150მლ, მინის ბოთლში, დანაყოფებიან მზომ ჭიქასთან და პრეპარატის გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად, მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

აღწერა: მოვარდისფრო შეფერილობის სიროფი ალუბლის არომატით.

აფთიაქიდან გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
Show More
More Info
Brand
ვეფა ილაჩი
Country
Turkey
Generic
anethum grveolens+carum carvi+cinnamonum zeylanicum+ellettaria cardamomum+eugenia caryophyllata
Form
სიროფი
Packing
ფლაკონი
Quantity
1
Volume
150მლ
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page