Dialac caps 120mg #40

Dialac caps 120mg #40

Spain

ლაბ. ალკალა ფარმა
About Product

შემადგენლობა: თითოეული კაფსულა აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს: 120 მგ სიმეთიკონი. დამხმარე ნივთიერებები: გლიცერინი, ჟელატინი, გამოხდილი წყალი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ნაწლავთა ფუნქციური დარღვევების სამკურნალო სხვა საშუალებები.

ჩვენებები: მეტეორიზმის სიმპტომური მკურნალობა მოზრდილებში.

დოზირება და მიღების წესი: მოზრდილები: დიალაკის რეკომენდირებული მაქსიმალური დოზაა 4 კაფსულა დღეში. მიიღება 1 კაფსულა ყოველი ძირითადი კვების შემდეგ. პრეპარატი მოწოდებულია შიგნით მისაღებად წყალთან ერთად. მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 10 დღეს. არ გამოიყენება ბავშვებში.

გვერდითი მოვლენები: ზომიერი და გარდამავალი შეკრულობა და გულისრევა, ბოყინი, მომატებული მგრძნობელობის რეაქციები, როგორიცაა გამონაყარი კანზე, ქავილი, სახის ან ენის შეშუპება, სუნთქვის გაძნელება.

უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა სიმეთიკონის ან პრეპარატის შემადგენელი რომელიმე ინგრედიენტის მიმართ.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან: არ არსებობს სათანადო მონაცემები.

განსაკუთრებული მითითებები: მკურნალობის პერიოდში სიმპტომების გახანგრძლივების ან გაუარესების, შეკრულობის გახანგრძლივების შემთხვევაში უნდა მიემართოს ექიმს. სიმეთიკონი არ არის რეკომენდირებული ახალშობილებში კოლიკის სამკურნალოდ.

ორსულობა და ლაქტაცია: პრეპარატის მიღებამდე ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს.

მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვა: მედიკამენტი არ ახდენს გავლენას მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.

ჭარბი დოზირება: ჭარბი დოზირების შემთხვევაში ნაკლებ სავარაუდოა გვერდითი მოვლენების განვითარება. მკურნალობა სიმპტომურია.

გარეგნული სახე და შეფუთვა: შეფუთვაშია #20 ან #40 ჟელატინის რბილი, ოვალური ფორმის, გამჭვირვალე კაფსულა პვც ან პვდც ალუმინის ბლისტერზე. ბლისტერი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები: ინახება არაუმეტეს 30C ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა: 36 თვე.

აფთიაქიდან გაცემის პირობები: რეცეპტის გარეშე.

სავაჭრო ლიცენზიის, რეგისტრაციის მფლობელი: GM ფარმასიუტიკალს ლტდ, ფონიჭალა 65, თბილისი, საქართველო.

მწარმოებელი: ლაბორატორიოს ალკალა ფარმა ს.ლ. ავენიდა დე მადრიდ, 82-28802 ალკალა დე ჰენარეს, მადრიდი, ესპანეთი.
Show More
More Info
Brand
ლაბ. ალკალა ფარმა
Country
Spain
Generic
simethicone
Dose
120მგ
Form
კაფსულა
Quantity
40
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page